80
საბერძნეთში მცხოვრები ერთ–ერთი ემიგრანტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უამრავთა გამოხმაურება მოჰყვა. როგორც კომენტარებიდან გაირკვა, ამ ქალბატონის მსგავსს ბევრ ქართველს შეხვდებით უცხოეთში.
„საბერძნეთში, უსაბუთობის გამო, ქართველი ქალი დაიჭირეს და ჩანთაში ქართული მიწა უპოვეს…პოლიციელების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა… ვერ ახსნეს… ვერ გაიგეს რას ნიშნავდა…
ეს მხოლოდ ქართველს შეუძლია და მხოლოდ უბრალო ქართველს… მხოლოდ სამშობლოზე შეყვარებულ ქართველს… რომელიც გულში იხუტებდა მიწას და ითხოვდა არ დაებნიათ და არ გადაეგდოთ“…