fbpx

ქართული საქმე, რომელიც ხვალინდელ დღეს ქმნის

ავტორი ჟოლო
30 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში ყოველწლიურად ლიტერატული ფესტივალი ზე-კართან ტარდება. აქ სხვადასხვა კუთხიდან იკრიბებიან პოეტები, მწერლები, ხელოვანები, ეცნობიან აჭარის კულტურას, ტრადიციებს და თავიანთ შემოქმედებას აცნობენ ფესტივალზე შეკრებილ საზოგადოებას.

ფესტივალის ძირითადი მიზანი მაღალმთიან აჭარაში ლიტერატურის პოპულარიზაცია, წიგნის გავრცელების ხელშეწყობა და კულტურული ტურიზმის განვითარებაა.

იდეის ავტორი და ფესტივალის დამფუძნებელი ამავე კუთხის შვილი რეჟისორი ვახტანგ ბერიძე გახლავთ. ადამიანი, რომელიც არანაირ წინააღმდეგობასა და გამოწვევას არ უშინდება. პირიქით, ყოველ წელს რაღაც სიახლეს მატებს ფესტივალს. წელსაც მისივე დამსახურებით, მოწვეულ პოეტებსა და მწერლებს მეცნიერები და რეჟისორები შეუერთდნენ.

ვახტანგ ბერიძე: რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ფესტივალი იქმნებოდა რამდენიმე მეგობრის ორგანიზებით, წელს კი ფესტივალს პირველად ჰყავს გუნდი. რაც დაეტყო კიდეც და გახარებული ვარ.

დიდებული ქვეყანა გვაქვს, ულამაზესი მიწა-წყალი და უნიჭიერესი ხალხი. სწორედ ამ ხალსხს სჭირდება ასეთ სუფთა ადამიანებთან ხშირად შეხვედრა, მათი აზრების გაზიარება, რადგან ასეთ მიწას სჭირდება მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მომვლელები… ვფიქრობ, აქ ამ სივრცეში ჩატარებული ყოველი დღე გამორჩეული იქნება ისტორიიისთვის და მადლობა ამისთვის  ყველა იმ ადამიანს რომელიც გვერდში დაგვიდგა.

ფესტივალში უამრავი ადამიანი ჩაერთო, მათ შორის ქედის , შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც, რომელსაც მაღალმთიან აჭარაში ბევრ კეთილ საქმეს უკავშირებენ.

ანზორ ბოლქვაძე: ყველას ვალია ამ ფესტივალში ჩართვა, ამიტომ მადლობა ყველას ვინც გვერდში გვიდგას. დღევანდელი დღე, რომელიც ასე გვიხარია და ისტორიაში ჩაიწერება, მთლიანი აჭარის სატრაბახო დღეა. მთიანი აჭარა მოგეხსენებათ უძველესი ისტორიული მხარეა, სადაც ბევრი ისეთი ადამიანი მოღვაწეობდა, რომლებიც ქვეყნის სათაყვანო მამულიშვილები იყვნენ. შექმნილია მათი მუზეუმები, ისტორიული წიგნები, რომლითაც ვტრაბახობთ, რომელზეც თაობები იზრდებიან, დღეს კი აქ მყოფი ადამიანები ქმნიან ამ ისტორიას… მთიანი აჭარის სახელით მინდა თითოეულს ვუთხრა – ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები და ეს ღონისძიება აუცილებლად გაგრძელდება…

ერთ-ერთი ღონისძიება ხულოს მერის გოჩა მელაძის დამსახურებით ალპურ ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. ამ ბაღს როგორც ითქვა ამიერკავკასიაშია ანალოგი არ აქვს. ღია ცის ქვეშ მოეწყო ახალგაზრდების შეხვედრა ცნობილ მწერლებთან, პოეტებთან და მეცნიერებთან.

გოჩა მელაძე: მინდა ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოვეფერო, ეს ადამიანები ქმნიან ხვალინდელ დღეს. ამ ძვირფასი სტუმრების, ქართული პროზისა და პოეზიის ლეგენდების აქ ამობრძანება მათთვის უდიდესი საჩუქარია. დარწმუნებული ვარ, როდესაც ისინი გაიზრდებიან და დაფრთიანდებიან, ასეთ ლამაზ საღამოებს და კარგ შეხვედრებს გაუწევენ ორგანიზებას და ჩვენი მაღალმთიანი სამშობლოს სიძლიერესა და სილამაზეს სტუმრებსაც აზიარებენ და საქართველოს საზღვრებს გარეთაც გაიტანენ.

გულწრფელად ვიხრი ქედს თიუთოეული თქვენგანის წინაშე. დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის. ასეთი ღონისძიებები და შეხვედრები უნდა იყოს მრავლად. ფესტივალი „ზე-კართან“ არის ის ძალიან კარგი ქართული საქმე, რომელიც ხვალინდელ დღეს ქმნის და ასევე  ქვეყნის ერთიანობას და ძლიერებას ემსახურება. რომელიც კარნახობს მომავალ თაბას ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით უნდა წავიდეთ… ეს არის გამოძახილი იმისა რომ მაღლა მთაში ძალიან მაგრად ძგერს ქართული გული და ქართული სისხლი…რომ ჩვენი ფესვი და გენი ძალიან ძლიერია.

ტარიელ ხალხელაური: ბევრი რამით არის ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ამ  ურთიერთობით, ახალგაზრდებთან ჩვენი სიახლოვით. ასეთი ღონისძიება რომ არა გქონდეს უნდა გამოიგონო, უნდა შექმნა რომ ახალგაზრდობა ამით დააინტერესო. უნდა მიხვიდე მათთან და თუ კი რამე ღირებული გაგაჩნია უნდა გადასცე. როგორც ვხედავ ამ ღონისძიებას ერთმანეთთან სიახლოვის მიზანი აქვს. არ იყო შემთხვევითი, რომ სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვანაირად მოფიქრალი ხალხი ვართ თავმოყრილი… აქ ხდება შერწყმა ჩვენი ფიქრის, ჩვენი ტკივილის… აქ ხდება სიყვარულის ერთმანეთთან მიტანა.  ერთმანეთთან სიყვარულით  თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ყველამ.

ამ ფესტივალის სულისჩამდგმელი საოცარი ბალღია, როგორც ჩვენთან იტყვიან, (ჩემთან ბავშვია) მარტო ხალხელაურს კი არ უნდა უხაროდეს, მთელ ქვეყანას უნდა უხაროდეს ასე რომ სტკივა ქვეყანა. ასეთი ახალგაზრდობა რომ მოდის. ტკივილის გარეშე სამშობლოს სიყვარული არ მწამს. ვახტანგს ეს განცდა აქვს და ღმერთმა გაუმარჯოს.

დეა თავბერიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment