fbpx

იქ რომ მივალ ზუსტად ვიცი რომ აბსოლუტურად  ყველაფერს შევძლებ

ავტორი ჟოლო
27 ნახვა

ფსიქოლოგიური ტრენინგ-შოუ „დისკომფორტის ზონა“ 7 სექტემბერს იწყება. როგორც უკვე „ჟოლოს“ მკითხველისთვის არის ცნობილი შოუს მონაწილეები 3 დღით ტყეში იცხოვრებენ.

5 სექტემბერს კონკურსანტებისთვის კასტინგი გაიმართა. კასტინგზე შერჩეულ მონაწილეთა შორის გახლავთ ერთი უშიშარი გოგონა, რომელიც როგორც თავად ამბობს წარმატების მოსაპოვებლად არანაირ დაბრკოლებას არ შეუშინდება. ეს კონკურსანტი ბევრისთვის კარგად ცნობილი სალომე გოგეშვილია.

-სალომე, რატომ გადაწყვიტე ამ ტრენინგ-შოუში მონაწილეობის მიღება?

 ბოლო პერიოდში შევნიშნე რომ ძალიან  კომფორტულად ვცხოვრობ და ვცდილობ რომ დისკომფორტს ავარიდო თავი, არ ვაძლევ ჩემ თავს  საშუალებას რომ დისკომფორტის ზონაში გადავიდე, არადა წინსვლისთვის ეს აუცილებელი პირობაა.

დარწმუნებული ვარ ეს თამაში მომცემს შესაძლებლობას, რომ გამოვიდე დისკომფორტის ზონიდან, გადავლახო ახალი წინააღმდეგობები, ახალი შეგრძნებები შემოვიტანო ჩემს ცხოვრებაში და ამ წინააღმდეგობებზე გავიმარჯვო.

ასევე ძალიან მინდა შიშების დაძლევა. შეიძლება უმნიშვნელო რამემაც კი შემაშინოს. ყოველთვის ვცდილობ რომ აღმოვჩნდე ჩრდილში და არა ხალხის გარემოცვაში, ყოველთვის ვარიდებ  რაღაც სიტუაციებს თავს. თუმცაღა, მქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც არ ამირიდებია თავი და პირდაპირ წავსულვარ შიშისკენ და მომენტალურად გაფანტულა ეს შიში, ახლა  კი ამ თამაშში ვფიქრობ ბევრად უფრო დიდი შიშების დაძლევა მომიწევს და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. დარწმუნებული ვარ იქედან რომ დავბრუნდები საერთოდ არანაირი ბარიერი აღარ იარსებებს ჩემს ცხსოვრებაში …

– ანუ გამარჯვებისთვის მზად ხარ

– რა თქმა უნდა იმ განწყობით ვარ, რომ მე უნდა გავიმარჯვო, ყველაფერი  უნდა გვაკეთო ამისთვის. შემიძლია თუ არ შემიძლია. ახლა ვფიქრობ რომ რაღაცები არ შემიძლია, მაგრამ იქ რომ მივალ ზუსტად ვიცი რომ აბსოლუტურად  ყველაფერს შევძლებ.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment