ემოციების შედეგად იბადება ჩახუტება. გინახავთ ადამიანი, ვის გულსაც არ ათბობს ჩახუტება?
ის ყველას სჭირდება, განურჩევლად ასაკისა, ფერისა თუ წარმომავლობისა. ჩავთვალოთ, რომ ის წარმოადგენს სამყაროს ენას.
თუმცა, არსებობს გამონაკლისი, როცა ადამიანი მიდის მონაზვნად ან საერთოდ განერიდება ყოფით ურთიერთობებს, ცხოვრობს მარტოობაში. თუ დაუფიქრდებით, სინამდვილეში, ასეთი ადამიანი, სრულებითაც არ არის მარტო. ის უფრო ახლოს დგას ფაქიზ, ზე-ძალებთან და სულიერ მატერიასთან არის კავშირში.
უბრალო, მიწიერი ჩახუტება – ერთ-ერთი კარგი რამ არის, რაც კი ადამიანს მოუგონია. მისი საშუალებით გადავცემთ ძალას და იმავდროულად, ვიღებთ იგივეს.
რატომ ვეხუტებთ?
რას განივცდით ამ დროს?
ჩხუტებისას, ყველა ჩვენი გრძნობის ორგანოები, ერთდროულად ლაპარაკობს:
„აი მეც აქ ვარ! მზად ვარ გემსახურო ან მზად ვართ ვემსახუროთ ერთმანეთს – დავეხმაროთ, გვერდში დავუდგეთ, დავიცვათ ერთმანეთი“
ხდება ხშირად ისე, რომ ვერ ვპოულობთ სიტყვებს, ემოციების გამოსახატავად. ასეთ დროს, უსიტყვო ჩახუტებას, რომელიც გამოხატულია მთელი ემოციებით, ბადალი არ ჰყავს. უსიტყვო მეტყველება, აყენებს ყველაფერს თავის ადგილზე.
ჩახუტება – არის „უსიტყვო-სიტყვით გამოსვლა“, გამდიდრებული, რაღაც შენი გულის და სულის სითბოს ნაწილით.
ის აყუჩებს, ამსუბუქებს ხვედრს, გიცავს შიშებისგან.
დედის ჩახუტება, გათბობს და გამშვიდებს…
მეგობრის ჩახუტება, გიცავს სასოწრკვეთილებაში ჩავარდნისგან…
მასწავლებლის ჩახუტება, გმატებს თავდაჯერებულობას….
შვილის ჩახუტება გაჯერებს, ჯადოსნობებს დედამიწაზე…
ახლობლების ჩახუტება გმატებს ძალას…
მათ ყველას აერთიანებთ, სიყვარული და გულიდან წამოსული ის სითბო, რომელსაც არამარტო გასცემთ, არამედ, იღებთ კიდეც. თითქოს გაცმევენო თბილ- ღუნღულა სამოსს (სულისმათბობელას ) რომელშიც გემრიელად ეხვევი და გათბობს დიდი, ძალიან დიდი ხნით. ის მოქსოვილია, ყველაზე ძვირფასი ქსოვილისგან და მოქარგულია სათუთი ემოციებით.
ჩახუტება წარმოადგენს საინტერესო კვლევის ობიექტს, კლინიკურ ფსიქოლოგიაში. ჯერ კიდევ, გასული საუკუნი 70-იან წლებში აღმოაჩინეს, რომ ჩახუტების დროს ადამიანის ორგანიზმში მატულობს ენდორფინების რაოდენობა, რომელიც ამცირებს ტკივილს.
ამბობენ, რომ ყველა ადამიანს სჭირდება 4 ჩახუტება დღეში რომ გადარჩეს, 8 – იგრძნოს სიყვარული, 12 – გახდეს ნამდვილი ადამიანი…
რა თქმა უნდა, ციფრებზე შეიძლება კამათი, მაგრამ აქ მთავარია, პრინციპი.
და მაინც, რას აძლევს ადამიანს ჩახუტება?
– სიმამაცეს
საინტერესოა, კონკურსებში დამონტაჟებული ვიდეო თვალი. დაფიქსირებულია, რომ ყოველ კონკურსანტს, გამოსვლის წინ ეხუტება თავისი მასწავლებელი, მშობელი, ახლობელი ან მეგობარი. ისინი ჩახუტებით გადასცემენ დამაჯერებლობის ენერგიას და უსიტყვოდ ეუბნებიან: „ყველაფერი იქნება კარგად, შენ შეძლებ, შენ გამოგივა, შენ ხარ მზად, მე შენს გვერდით ვართ“.
– ძალას
ჩახუტებით გადადის ენერგია. როცა ადამიანი არის მარტო, ის გრძნობს, რომ ძალები ეწურება. ადამიანს სჭირდება კვება, სჭირდება დოპინგი სახელად „გამბედაობა“, სწორედ მას შეიცავს ჩახუტება.
– ჯანმრთელობას
ჩახუტებას შეუძლია განკურნოს გატეხილი გული. ამისთვის ექიმთან სიარული და რეცეპტის გამოწერა არ დაგჭირდებათ .
– ინფორმაციას
ის არის, მარტივი და ყველასთვის გასაგები სხეულის ენა. ჩახუტებით ჩვენ უსიტყვოდ ვეუბნებით: „მე შენ გიცნობ, მე მჯერა შენი, მე შენ გაფასებ და მინდა ყველაფერი კარგად გქონდეს .“
– დამაჯერებლობას
ადამიანს, დოპინგის – სახელად „გამბედაობის“ გარდა სჭირდება, დამატებით „ თავდაჯერებულობა“, რასაც ჩახუტება უზრუნველყოფს.
მაშ რაღას ვუცდით?
ჩავეხუტოთ ერთმანეთს!
და შევძლოთ ერთმანეთის გახარება, მხარში დგომა, დაცვა, შთაგონება – ჩახუტებით, მაშინ როცა გრძნობები სიტყვებზე მეტია…
ასე ცხოვრება გაცილებით კარგია და ადვილი…
სიკეთით გევლოთ…
სიყვარულით თამარ კვარცხელია
წყარო:https://zrda.wordpress.com