გამარჯობა მამი, შენი საოცნებო ჟამი დგება ჩვენს სოფელში. მალე რთველი გაჩაღდება კახეთს…
ვერ დაგიმალავ, წელსაც შენმა დედაკაცმა სიცოცხლის ფასად მოიყვანა ვენახი დღემდე. უცნაური ქალი აგირჩევია. ყველა ვაზს შენეულად ეფერება. ისიც უმამოდ დარჩენილი ობოლი ქვრივი შენს მიზანს ეწირება.
იცი, ერთხელ, ერთმა გოგომ მითხრა, – ყველა კაცი ღალატობს ცოლსო.
– არა, ზუსტად ვიცი მამაჩემს არასოდეს უღალატია დედაჩემისთვის მეთქი….
დამცინა…
როცა სავადმყოფოში ღამეებს გითენებდი, რამდენჯერმე ვიფიქრე მეკითხა, – გიღალატია ოდესმე დედასთვის? – მაგრამ შემეშინდა… არ მინდოდა რამე ისეთი გამეგო რაც ჩემს 34 წლიან წრმენას შეარყევდა. ეშმაკის ხარხარივით მესმოდა იმ გოგოს ნათქვამი სიტყვები….
მერე…
მერე შენ წახვედი… და როცა კუბოსთან მდგარმა 70 წლის დედაჩემმა ჩუმად ამოიქვითინა, – მოკვდი გულო, რად მინდა უშენოდ სიცოცხე?! მივხვდი რომ ტყუილად შემეპარა ეჭვი და მუხლები სირცხვილისგან ამიმანკალდა. როცა შენმა მოხუცმა და თვალციმციმა ცოლმა კიდევ სიცოცხლის ფასად მოუარა შენს ვენახებს, ახლა ფიქრობ, – შენ არასოდეს მომიკვდები მამი.
გიგი გილიგაშვილი