„როდესაც საჭესთან ვზივარ არასოდეს ვსარგებლობ მობილურით, მაქვს ყურსასმენები და ამით ვსაუბრობ ხოლმე“, – ამბობს გია ჯაჯანიძე და პატრულის თანამშრომელს ცილისწამებაში სდებს ბრალს. „ჩანაწერი მაჩვენონ ბატონო“ – აცხადებს ტელეწამყვანი.
როგორც ირკვევა ჩანაწერის ჩვენებაზე პატრულის თანამშრომელი უარს აცხადებს და საბუთების ჩამორთმევით პასუხობს. არც გია ჯაჯანიძის მოთხოვნა ჭრის ჩანაწერების ჩვენების შესახებ და არც „ფეისობა“, -„ამ შემთხვევაში ცნობილი სახე რომ ვარ ბევს არაფერს წყვეტს ჩემთვის, მართალი ვარ და ამ სიმართლეს დავამტკიცებ კიდეც“.
– ამბობს გია ჯაჯანიძე.
გია ჯაჯანიძე: „ინტერვიუს ვწერდი, ჩაწერამდე ჟურნალისტს ვუთხარი კიდეც ყურსასმენებს გავიკეთებ-მეთქი, ამის ჩანაწერიც არის დიქტაფონში, გამაჩერა პატრულმა და ძალიან აგრესიული ტონით საბუთები მთხოვა, ამ მოთხოვნას ჯარიმის ქვითრის გამოწერაც მოჰყვა, რაზეც განვაცხადე რომ ხელს არ მოვაწერდი, ისევ ვიმეორებ ეს უსამართლობაა ვითხოვ ჩანაწერის ჩვენებას. ამ ადამიანს ნამდვილად მოეჩვენა და ეს არის ყველაზე ცუდი, ხო შეიძლება სხვასთანაც ასე მოხდეს? არ არის 10 ლარზე ლაპარაკი ჯარიმები გადამიხდია, მეტიც არასოდეს პრეტენზია არ მქონია, ასე დღისით მზისით პატრული იტყუება, ჩალით არის დაფარული ეს ქვეყანა?“