fbpx

საინტერესო ფაქტები იაპონიის შესახებ

ავტორი ჟოლო
553 ნახვა

იაპონია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანაა, გარდა ამისა, მისი ადგილმდებარეობა და უცნაური ტრადიციები ტურისტების ყურადღებას იქცევს. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ ქვეყნის შესახებ:

 

იაპონიის უდიდესი ნაწილი მთებს მოიცავს;

 

ნესვი ამ ქვეყანაში ძალიან ძვირი ღირს, ჩვეულებრივი ზომის ნესვის ფასი დაახლოებით 300 დოლარს შეადგენს;

 

იამაკაში მოყვანილი ყავის 85%-ს ყოველწლიურად სწორედ იაპონია მოიხმარს;

 

ამ ქვეყნის მოსახლეობის 100% ძალიან განათლებულია;

 

იაპონელები აბაზანაში სპეციალური ქოშებით შედიან;

 

მარცვლეულის ჭამისას იაპონელები ხმებს გამოსცემენ, რაც ნიშნავს, რომ საჭმელი მოეწონათ;

 

იაპონიაში არსებობს დაწესებულებები, სადაც მამაკაცებს თანხის სანაცვლოდ შეუძლიათ ღამე გაატარონ ქალთან, თუმცა სექსუალური ურთიერთობა ეკრძალებათ;

 

იაპონიის სკოლებში დამლაგებლები არ გყავთ, მოსწავლეები შენობას და ეზოს თავად ალაგებენ;

 

ძველად იაპონელი ქალები კბილებს შავად იღებავდნენ, რადგან თეთრი სიმახინჯედ მიიჩნეოდა;

 

სამსახურში ჩაძინება ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს ნიშნავს, რომ დიდხანს იმუშავე;

 

იაპონიაში შვილად აყვანილი ბავშვების 98% მამრობითი სქესისაა, რადგან თუ ბიზნესის მფლობელის ოჯახში ბიჭი არ ჰყავთ, აუცილებლად მიმართავენ შვილად აყვანის პროცედურას;

 

ფუგუს მომზადების სწავლას 11 წლიანი განუწყვეტელი ტრენინგი სჭირდება, რადგან ეს მომწამვლელი თევზია და არასწორად მომზადების შემთხვევაში ადამიანს კლავს. შეფები გამოცდის ჩაბარებისას თავიანთ მომზადებულს მიირთმევენ;

 

იაპონიაში არსებობს დღესასწაული ჰადაკა მაცური, როდესაც ნახევრად შიშველი მამაკაცები ქუჩაში გამოდიან. ძველი გადმოცემის თანახმად ისინი ბოროტ სულებს განდევნია;

 

შემწვარი ცხენის ხორცი იაპონიაში პოპულარულია;

 

ოკუნუშიმა არის კუნძული, სადაც ძალიან ბევრი კურდღელი ცხოვრობს;

 

მსოფლიოს ყველაზე ძველი კომპანია იაპონურია, კონგო გუმი 578 წელს დაარსდა.

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment