„მინდა პრესამ იცოდეს, რომ სადილზე სპაგეტი O-ს ნაცვლად სპაგეტი მომიტანეს“, – ეს იყო ტომას გრასოს ბოლო სიტყვები. 1990 წელს ის ამხილეს 2 ადამიანის სასტიკ მკვლელობაში. მან ჯერ 87 წლის ჰილდა ჯონსონი ნაძვის ხის ნათურების კაბელით დაახრჩო, შემდეგ კი 81 წლის ლესლი ჰოლცი ასევე დენის კაბელით მოკლა. მას 1995 წლის 20 მარტს მიესაჯა სასიკვდილო ინექციის გაკეთება. მისი უკანასკნელი სურვილი იყო სადილად მიერთმიათ O-ს ფორმის სპაგეტი, რის ნაცვლადაც მას ხორტიანი სპაგეტი მიუტანეს.
„შეიძლება იყო მეფე ან მეეზოვე, მაგრამ მაინც ბოლოს სიკვდილთან იცეკვებ“, – რობერტ ალტონ ჰარისი. ბრალდებული ორი თინეიჯერი ბიჭის მკვლელობაში 1978 წელს კალიფორნიაში, სან დიეგოში. 1992 წლის 21 აპრილს გაზის გაგუდვა მიესაჯა.
„ერთი-ორი ნაბიჯით წინ ბიჭებო. ასე უფრო მარტივი იქნება“, – რობერტ ერსკინ ჩილდერსი. ცნობილი კონტრაბანდისტი 1922 წლის 24 ნოემბერს, ირლანდიის სამოქალაქო ომის დროს ავტომატური პისტოლეტის უკანონო ტარებისთვის დასაჯეს.
„იჩქარე ნაბიჭვარო! მე შემიძლია 10 კაცი მოვკლა, ვიდრე შენ დროს კარგავ“, – კარლ პანზრამი. ჩამოარხრჩვეს 1930 წლის 5 სექტემბერს. მიზეზს მისი სიტყვები ყველაზე კარგად აღწერს: „ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მე მოვკალი 21 ადამიანი, ჩავიდინე ათასობით ყაჩაღობა, ქურდობა. ბოლოს, მე გავაუპატიურე 1000-ზე მეტი მამაკაცი, თუმცა ამ ყველაფერს ოდნავადაც არ ვნანობ.“
„ახლა იესოს პირისპირ შევხვდები… ყველანი ძალიან მიყვარხართ. ყველას შეგხვდებით, როცა იქ მოხვდებით… დაგელოდებით“, – კარლა ფეი ტაკერი. ყაჩაღობა გეგმის მიხედვით არ წავიდა, რის გამოც მან 2 ადამიანი მოკლა. მიუხედავად სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ სახალხო გამოსვლებისა კარლა 1993 წლის 3 თებერვალს სასიკვდილო ინექციით დასაჯეს.