⚫სხვისთვის გაღებული სიკეთე, ყველაზე მეტად, საკუთარი თავისთვის ჩადენილი სიკეთეა, არა იმ მნიშვნელობით, რომ ამისათვის საზღაურს დავიმსახურებთ, არამედ გაღებული სიკეთის შეგრძნებაა დიდი სიხარულის მომგვრელი.
⚫სიკეთეს ვერც მიმღების გაჭირვებით გაზომავ და ვერც გამღების შეწირულობით. ის დგინდება მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობით, გამღებსა და მიმღებს შორის.
⚫სადაც ადამიანია, იქ სიკეთის კეთების შესაძლებლობაც არსებობს.
⚫თუ სიმართლე აშიშვლებს ჩვენს ცხოვრებას, უმჯობესია ვაღიაროთ იგი, ვიდრე დავმალოთ: ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს, სიმართლე კი ყოველთვის დარჩება სიმართლედ და ვერსად გავექცევით მას.
⚫არავინ ისე არ ამჟღავნებს პატივისცემასა და თავდადებას სათნოებისადმი, როგორც ის, ვინც სიამოვნებით ამბობს უარს კარგი კაცის სახელზე მხოლოდ იმისათვის, რომ საკუთარ გულში დარჩეს ასეთად.
სენეკა – საკითხავი სამყარო
