1. ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარი და გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს: ან ხვნა თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!
2. ადამიანი მიწის შვილია და დედას რომ მოსწყდება, ყველა და ყველაფერი დედინაცვლად ექცევა.
3. ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.
4. ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს.
5. გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.
6. ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,– რომ იტყვი და ხელებს დაიბან — იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია.
7. ეჭვით უნდა უყურო ყოველნაირ საკუთარ ღირსებას, თორემ თავმა თავისადმი მიკერძოება იცის და დაგღუპავს.
8. ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის.
9. ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.
10. ერთგული, უღალატო შრომა გამოიღებს ნაყოფს.
11. ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო.
12. ოცდაათი წლის ახალგაზრდა არ გამიგია მე. ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის. ოცი წლის კაცია უკვე, კაცი! თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, სამოცდათხუთმეტისაც ვერ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს?
13. თუ შენი დაკარგვა ჩემთვის დიდი უბედურება არაა, არც შენი ჩემთან ყოფნა ყოფილა ბედნიერება.
14. ქალი რავარი ასატანია, მარა რო გიყვარს რა გინდა რო ქნა.
15. თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა.
16. არ მინდა შენ ისე გიყვარდე, უჩემობა ვერ გადაიტანო, მე ორი სიკვდილით ვერ მოვკვდები.
17. სიცოცხლე მაინც სიცოცხლეა, იგი ერთხელ ეძლევა ადამიანს, სიკვდილი კი ხელში გიჭირავს, არსად წაგივა იცი.
ოტია იოსელიანი