fbpx

„ჩვევები“ – „თქვენი არჩევანი განაპირობებს თქვენს შედეგს“…

ავტორი ჟოლო
67 ნახვა

რატომ ვაქვეყნებ ამ ჩვევებს? მე მჯერა-სამყაროს ჰარმონიის, მისი კანონების. მჯერა რომ ჩვენი არჩევანი განაპირობებს ვიქნებით თუ არა ამ სამყაროს ნაწილი, რათა მივიღოთ ის რაც დაბადებიდან ისედაც ჩვენ გვეკუთვნის.

უბრალოდ, არასწორი დოგმებით, შეხედულებებით, არჩევანით ზოგჯერ ავცდებით ხოლმე დანიშნულ კურსს, ჩვენს ცხოვრებისეულ დანიშნულებას, საიდანაც მობრუნება ძნელი ხდება. შეძლება მას ჩაკეტილი წრე ვუწოდოთ.

ოდესმე თუ გინახავთ, რომ ზამთარს ზამთარი მოსდევდეს, ღამეს ღამე ცვლიდეს… რა, თქმა უნდა  არა, ყველაფერი გარკვეულ სამყაროს კანონებს ემორჩილება და ასევე, შენი ცხოვრებაც გარკვეულ კანონებს დაემორჩილება თუ არჩევანიც იქნება გაკეთებული სწორად.

სურვილები – იყო კეთილი, შეგეძლოს სიყვარული, ყველგან და ყველაფერში იპოვო სიკეთის მარცვალი… ეს ყველაფერი ბუნებრივია, ეს განგებასთან სიახლოვეა. ადამიანების მოგონილია: შიშები, შური, სიღარიბე, ბოროტება, უმადურობა, ანგარება. ესენი ხელოვნურად შექმნილი, არასამყაროსეული მცნებებია.

თქვენი არჩევანი გამნაპირობებს თქვენს  შედეგს, იქნებით თუ არა წარმატებულნი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

სიყვარულით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით 

ქოუჩი და წარმატების ექსპერტი

თამარ კვარაცხელია

%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90

წყარო: https://zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment