fbpx

„ჩვენმა საპატრულო პოლიციამ არ იმოქმედა სამწუხაროდ“ – ოთო ნემსაძე

ავტორი ჟოლო
33 ნახვა

„კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ამას ქვია – სიკვდილის რბოლა !!!“ – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ოთო ნემსაძე და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანებზე, ურეაქციო პატრულსა და დაუნდობელ მძღოლებზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს. 

ოთო ნემსაძე: „ჩემო მეგობრებო, მოკლედ ძალიან ხშირად მომიწია ეს ბოლო პერიოდები ავტობანებზე და ტრასებზე მანქანით სიარული და სიტუაცია საერთოდ არ იცვლება კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ამას ქვია – სიკვდილის რბოლა !!ვცდილობ რამე მოვიფიქრო და რა თქმა უნდა მარტო არაფერი არ გამომივა ერთი იდეა ის მაქვს რომ ჩქაროსნულ ადგილებში განთავსდეს ბანერები რამე კრეატიული, რითიც ბევრ ჩვენგანს დავაფიქრებთ და წესების დაცვისკენ მოვუწოდებთ. იდეები ჩამოვყაროთ და მერე იქნებ ვთხოვოთ შესაბამის ორანოებს განხორციელებაში დაგვეხმაროს.
მეც კარგად ვფლობ მანქანას მაგრამ სხვას საფრთხეს მაქსიმალურად არ ვუქმნი !!!
და კიდევ ერთი, განსაკუთრებით ზაფხულში, უცხოური ნომრებით მანქანები, რომელთა დარღვევებზეც მე რამდენჯერაც წავაწყდი ჩვენმა საპატრულო პოლიციამ არ იმოქმედა სამწუხაროდ.“

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment