fbpx

ცუკერბერგმა მეზობლები გააბრაზა

ავტორი Ann
24 ნახვა

მარკ ცუკერბერგი ჯერ სულ რაღაც 32 წლისაა და უკვე მოახერხა მილიონების შოვნა, თუმცა მხოლოდ მილიონები სულაც არაა საკმარისი იმისთვის, რომ ირგვლივ ყველა კმაყოფილი იყოს. Facebook-ის დამფუძნებელმა ჰავაიზე უზარმაზარი მამული შეიძინა და მას 2 მეტრამდე სიმაღლის გალავანი შემოავლო. სწორედ ეს გახდა მისი მეზობლების უკმაყოფილების მიზეზი. მათი თქმით, ამ საქციელით მან მეზობლებს ოკეანეზე ხედი მოუსპო და ქუჩაში სეირნობისას მხოლოდ კედლის ყურება უწევთ.

 

„ეს უსამართლობაა. მოვა ვიღაც, იყიდის უზარმაზარ მიწის ნაკვეთს და პირველი რასაც აკეთებს თვალთახედვიდან აქრობს მშვენიერ ხედს.“ – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

 

რამდენიმე მათგანის თქმით, ეს მონსტრული საქციელია და არა მეზობლური. ის, რომ ვიღაცას ბევრი ფული აქვს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება უნდა მიეცეს და დაიჩაგრონ ადამიანები, რომლებსაც მილიონები არ უშოვიათ.

 

მეზობლები აცხადებენ , რომ მათ სცადეს ხმა მიეწვდინათ ცუკერბერგისთვის ამისთვის სოციალური ქსელიც გამოიყენეს, თუმცა მათ წერილებს ვიღაც უსინდისოდ შლიდა.

 

მარკ ცუკერბერგის წარმომადგენლების თქმით, გალავანი აშენებულია ქვეყანაში არსებული რეგულაციების სრული დაცვით და მისი მიზანი ხმაურის დახშობა იყო.

 

„ფორბსის“ ცნობით ცუკერბერგს მამული 2014 წელს 100 მილიონი დოლარი დაუჯდა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment