fbpx

„ცხელ გულზე“ დადებული შედეგები

ავტორი ჟოლო
64 ნახვა

– წლების წინ, როცა დიასახლისთან, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი და ცხოვრება გამიმწარა – ძალიან მომინდა მე თვითონ გავმხდარიყავი “ჰოსთი” და ასე არასდროს მოვქცეოდი მდგმურებს. ახლა ორი ბინა მაქვს გაქირავებული.

– ნერვები დამაწყვიტა ერთ-ერთმა ჯგუფმა, მოგზაურების. ცხელ გულზე ახალი ჯგუფი გავხსენი, რომელიც დღეს უკვე არაფრით ჩამოუვარდება და ბევრ რამეში ვჯობნით კიდეც.

– ტურისტულმა კომპანიებმა როცა ორ-ორი კვირა გამიწელეს და პასუხის ღირსი არ გამხადეს, ნერვებიც დამაწყვიტეს – ჩემი ტურისტული გავხსენი და “აბაროტს” ვუღებ :დ და სხვათა შორის ძალიან კარგად მუშაობს!

– ერთი კარგი უნივერსიტეტის ცუდი მმართველობა აი ამ წუთებშიც მიშლის ნერვებს და უახლოეს დღეებში (ან კვირაში) სასწავლო ცენტრს დავაფუძნებთ.

– იყო დრო, როცა რამდენიმე ცნობადი სახე ამავე ცნობადობის გამო ზემოდან მიყურებდა, გადავწყვიტე გადამესწრო და ჩემს პოპულარიზაციაზე მეზრუნა, ისევ ცხელ გულზე და ისევ კარგი შედეგით :დ ისინი დღეს აღარავის ახსოვს )))

– სედანი როცა ვიყავი, ჯიპების თავხედობა და ზემოდან ყურება მაგიჟებდა, ჰოდა მაგათზე დიდი ჯიპი ვიყიდე და ახლა მე ვუყურებ ზემოდან, ოღონდ მე პირდაპირი გაგებით :დ

– წლების წინ ერთი ლამაზი გოგონა მომწონდა და ჩემს თავს მასთან შეუფერებლად ვთვლიდი. დავიწყე ვარჯიში, მივხედე ჩაცმულობას, ვარცხნილობას, მეტყველებას, კიდევ ბევრ რამეს, ბოლოს გადავასწარი და ის აღარ აღმოჩნდა “ჩემი ღირსი”, რომანიც აღარ შედგა :დ

რა საინტერესოა ეს ყველაფერი!

ჰოდა, იმდენად კარგად მუშაობს, როცა ცუდად და/ან უსამართლოდ მექცევიან, რომ – მაწყენინეთ რომელიმე ბანკმა, ან საერთოდ მთავრობამ, რომ კიდევ უფრო საინტერესო შედეგები დავდო, ფლიიზ!

გურამ შეროზია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment