fbpx

ცხოვრების ყველა მოსახვევი უდაოდ გაკვეთილია…

ავტორი ჟოლო
78 ნახვა

გამარჯობა და გამარჯვება მინდა გისურვოთ ყველას, ვისაც გამარჯვება გჭირდებათ…..
რთულია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც დამარცხება შეიძლება ჭირდებოდეს, გამარჯვება ყველას უნდაო – მეტყვით თქვენ….
მაგრამ …

გამარჯვება ბრძოლის შემადგენელი ნაწილი რომაა ხომ არ დაგავიწყდათ?
სავარძელში ჯდომის დროს გამარჯვება ჩანაფიქრშიც არაა, არა თუ ჰორიზონტზე)))

ანუ…იმისათვის რომ გაიმარჯვოთ, გჭირდებათ ბრძოლა….
ბრძოლის გაჩაღებას კი აუცილებლად ჭირდება მტერი ( მოწინააღმდეგე)..

საკუთარ თავთან ბრძოლა????????

არა ძვირფასებო, ეს უტოპიაა….საკუთარი თავის რომელი ნაწილიც არ უნდა დაამარცხოთ, მაინც თქვენ მარცხდებით….

თანაც…

ხანდახან გამარჯვება გაცილებით ნაკლებ სასარგებლოა, ვიდრე მარცხი…
ცხოვრების ყველა მოსახვევი უდაოდ გაკვეთილია და დამარცხებაზე დიდი და ეფექტური გაკვეთილი ძნელად თუ მოიძებნება დედამიწაზე:)

გამარჯვებისათვის აუცილებელია დამარცხების ყველა შანსის აღმოფხვრა: – ანუ, თუ თხილამურებით უნდა დაეშვათ მთის წვერიდან იმისათვის რომ რეკორდი მოხსნათ, უნდა იყოთ:
ნავარჯიშები,
მოტივირებული,
მომზადებული,
დაახლოებით აცნობიერებდეთ კონკურენტებს,
იცოდეთ  საკუთარი ძალების გათვლა,
ამის მერე მოდის:
თხილამური და სპეც ტანისამოსში შემავალი ყველა დეტალი…
შემდეგ:
მიზანი .
და მთავარი – წაგებას „შენობით „ უნდა იცნობდეთ, იმისათვის რომ წაგების არ გეშნოდეთ….

წაგებას პერიოდულად ვეცნობით ხოლმე ადამიანები ცხოვრების გზაზე, მაგრამ აქ კიდევ არის ერთი ნიუანსი: – „წაგებამ“ იღლიაში არ უნდა ამოგიდოთ , ვერ უნდა დაგჩაგროთ და დაგაკომპლექსოთ…

თუ წაგებას შევეჩევით, მერე იმის იქით ვეღარ ვხედავთ გზას….ის თქვენი ერთგული ხდება და გაიძულებთ თქვენც უერთგულოთ…..

ამ პროცესს გვერდიდან თუ შევხედავთ, ჩაკეტილი წრის მსგავსია…..თითქოს სულ რაღაცას აკეთებთ უკეთესობისათვის, მაგრამ ბოლოს მაინც არ გამოდის…და როცა არ გამოდის, გიჩნდებათ განცდა, რომ „ასეც იცოდით.“

ავტორი: ხათუნა მუზაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment