როცა გგონია ყველაფერი იცი, ყველაფრის აზრზე ხარ და უტყუარი ანალიზის უნარი გაქცს, მაშინ მდაბიო ხარ.
როცა გგონია უძლეველი ხარ და ადამიანების ბედი შენს ხელშია, სასტიკი შიში გაქვს დამარცხების და თავს იცავ ამპარტავნებით.
გგონია ყველა შენს ირგვლივ ტრიალებს და შენზეა დამოკიდებული ყველა. იცოდე ამ დროს მარტო ხარ და ნუ დაელოდები შველას.
ნუ გეგონება შეუცდომელი ხარ და ზედმიწევნით იცნობ საკუთარ თავს. კრიტიკულად მიუდექი შენს ყველა ქმედებას.
არ იფიქრო წარმატებამ შეუდარებელი გაგხადა და ყველაფერი გეპატიება. იცოდე, ყველა აღმართ დაღმართი მოსდევს.
თავი დახარე და შეხედე კენჭს, რომელიც ძირს, შენ ფეხებთან აგდია. მას უთხარი ვინ ხარ შენ და რა შეგიძლია.
კითხვა დაუსვი, შენი ვინაობის შესახებ, ის აუცილებლად გაგცემს პასუხს და გეტყვის, შენც კენჭი ხარ ჩემსავით, გავა დრო და მტვრად იქცევი როგორც მეო.
ნუ ჩაიგდებ სავალალო მდგომარეობაში თავს. ჩვეულებრივი მოხვედი და ჩვეულებრივად დარჩი. იცხოვრე უბრალოდ, სიამაყისა და პატივმოყვარეობის გარეშე. მოიშორე განდიდების მანია და დატკბი ცხოვრებით.
გიორგი ჯაჯანიძე
