fbpx

„ამ დროს სიმშვიდეა საჭირო, აგრესიით და ჯიბრით ყველაფერს გააფუჭებ“…

ავტორი ჟოლო
1.2K ნახვა

თუ ადამიანი ყურადღებით არ მოგექცა და არ მოგიკითხა, გული არ დაგწყდეს, გაუგე. მერე შენც თავისუფლდები ვალდებულებისგან მოიკითხო და ყურადღება გამოიჩინო.

თუ ადამიანმა დაგიშავა ოდესმე, გული გატკინა, სიკეთით გადაუხადე. დამიჯერე, იამაყებ, ბედნიერი იქნები საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას და ემოციას რომ აჯობე.

ყველასგან არ მიიღო საჩუქარი, პატივისცემა და ყურადღება, მერე შეიძლება სანანებელ გაგიხდეს.

შენ გაკეთებულ სიკეთეს ხაზს ნუ გაუსვამ, რაც შეიძლება დაფარულად და უანგაროდ აკეთე, ესეც გაგაბედნიერებს. ამაყი იქნები საკუთარ თავთან და სიხარული ჩაგეღვრება სულში.

თუ დიდი საქმეები აკეთე, მარტო შენ ნუ დაიბრალებ, ადამიანების დახმარების გარეშე ვერაფერს შექმნიდი, შედევრიც რომ გამოგივიდეს შემფასებლებიც კი მონაწილეები არიან.

თვითკმაყოფილებას ამპარტავნება შობს, ისე შედის ადამიანში, სიკვდილამდე ვერ ხვდებიან.

არ არსებობს მუდმივი გამართლება, მარცხი შემადგენელი ნაწილია წინსვლის და გამარჯვების.

აღარ მახსოვს ბოლოს რა მეწყინა.
ჯობია მე ვერ გამიგონ და მეწყინოს, ვიდრე, მე ვერ გაუგო და ვაწყენინო.

გრძნობა, ლტოლვა და ვნება, სულში და სხეულშია, ამ დროს გონების მართვა თითქმის შეუძლებელია.

თუ უსამართლოდ მოგექცენ, შეურაცხყოფა მოგაყენეს და დაგჩაგრეს, ამის გამო გაბრაზებული, აგრესიული და შეშფოთებული ხარ, ცუდია. ეცადე სიმშვიდე მოიპოვო, გეგმა დასახო და მოვლენებს დაელოდო, უფრო მეტი შეცდომები არ დაუშვა. ამ დროს სიმშვიდეა საჭირო, აგრესიით და ჯიბრით ყველაფერს გააფუჭებ.

დამარცხების დროს თუ ადამიანები გვერდით არ დაგიდგნენ და არ გიერთგულეს, არ იდარდო, არ გეწყინოს, ისინი არაფერ შუაში არ არიან. ამ დროს სიკეთეს მხოლოდ რჩეულები სჩადიან, ესენი შეიძლება სულ სხვა ადამიანები იყვნენ, ისინი განგებამ გამოგიგზავნა, შენი ჩადენილი სიკეთის გამო.

ბედნიერს და ღვთისნიერს ეძლევა განგების ძალა, რათა სიკეთე აკეთოს, დიდი სითბო გამოიჩინოს დაჩაგრულის მიმართ, გაჭირვებაში და ლხინში გვერდით დაუდგეს.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment