fbpx

ენერგია

ავტორი ჟოლო
3.2K ნახვა

ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება და ეფექტურობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ცნობიერად უყურებ და მართავ ამ პროცესს.

ურთიერთობაში, ისევე როგორც ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, წარმატება დამოკიდებულია ენერგიაზე, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს საუბრის ენერგეტიკის სწორად მართვას.

კერძოდ:

1. საუბარი უნდა დავიწყოთ მაღალი ენერგეტიკით;

2.უნდა მივხვდეთ, რა დროსაა საუკეთესო მომენტი საუბრის დასრულებისა;

3. უნდა დავასრულოთ საუბარი ისე, რომ არ აღმოვჩნდეთ დაბალ ენერგეტიკის ზონაში.

გვახსოვდეს: დაბალ ენერგეტიკის ზონაში საუბრის გაგრძელება კიდევ უფრო ამცირებს ენერგიას, ხოლო საუბარი ხდება მოსაწყენი და აუტანელი…

აქედან გამომდინარე, ურთიერთობის მთავარი საიდუმლო ენერგიაში მდგომარეობს, ანუ ჩვენ ურთიერთობაში შევდივართ იმ მოტივით, რომ ავიმაღლოთ ენერგია, შესაბამისად, უნდა ვერიდოთ ყველა სიტუაციასა და მომენტს, რომელიც ან ჩვენ გვართმევს ენერგიას, ან ჩვენს მოსაუბრეს.

ენერგიას გვართმევს: წუწუნი, ჩხუბი, კამათი, ..ნებისმიერი ნეგატიური ფონი.
საერთოდ, როდესაც ვინმესთან ვაპირებთ ურთიერთობას, უპირველესად უნდა ვიფიქროთ არა სასაუბრო თემაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ (ვგრძნობდეთ) ენერგიულად, როგორ გავუჩინოთ მოსაუბრეს სიმპათია ჩვენს მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი საზრისს, ანუ საუბრის თემას.

პირველგაცნობისას ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა აქვს წამის ეფექტს და აქაც ენერგეტიკაა მთვარი, ანუ ენერგიული და პოზიტიური დაწყება ურთიერთობისა, არწივის შთბეჭდილებას ახდენს მოსაუბრეზე თუ ეს ხდება პირველ სამ წამში.

ახლა გაიხსენე ან წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც ურთიერთობაში სუსტი ენერგიით გამოირჩევა, როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს იგი? ასეთი ადამიანები მოსაწყენი და დეპრესიულები არიან.

საუბარს მართავს მაღალი ენერგიის მქონე მოსაუბრე.

მაღალი ენერგია არის მდგომარეობა ქმნადობისა, საქმის კეთებისა და გჯერა, რომ ის საქმის გამკეთებელიცაა, ხოლო სუსტი ენერგიის მქონე მოსაუბრემ გენიალური აზრებიც რომ მოგაწოდოს, ნაკლებად დაუჯერებ.

ურთიერთობაში უნდა იმოქმედო ტოტალურ აწმყოში და უახლოეს სივრცეში უნდა იყო მოსაუბრესთან. მაგალითად, თუ ესაუბრები ადამიანს და ამ დროს ფიქრობ საქმეზე ან სხვა ადამიანთან შეხვედრაზე, ამ დროს არც ტოტალურ აწმყოში ხარ და არც მოსაუბრეა შენს სივრცესა და ველში. ბუნებრივია, ასეთი ურთიერთობა იქნება არაეფექტური.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა წარმატებული ადამიანი დროის ერთ მონაკვეთში, ერთ კონკრეტულ საქმეს აკეთებს და ეს ეხება ურთიერთობის პროცესსაც.

პრაქტიკა:

1. დაიწყე დღე ენერგიულად; ილაპარაკე გამოკვეთილად; თავდაჯერებულად.

2. ეცადე მოსაუბრე გყავდეს პირველ სივრცეში და ტოტალურ აწმყოში.

3. დაიწყე და დაასრულე საუბარი მაღალი ენერგიით.

4. ისარგებლე 3 წამის ეფექტით.

5. უთიერთობისას არასოდეს არ თქვა ის, რაც პირველი მოგდის თავში.

6. საუბრის წინ უპასუხე სამ შეკითხვას: რისი თქმა მინდა? ვის ვეუბნები ამას? რისთვის ვეუბნები?

7. თუ არ ხარ სათანადო ფორმაში, თავი შეიკავე ურთიერთობისგან.

8. არ გამოსძალო სხვას ენერგია (წუწუნით, ნეგატივით, ჩხუბით…)

9. არავის მისცე შენი ენერგიის მიტაცების უფლება.

10. კონფლიქტურ სიტუაციაში გამოიყენე ცნობიერი პაუზა და გაიაზრე სიტუაცია.

იყავი მეფე საკუთარი თავისა!

პატივისცემით: ბესიკ კაიშაური

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, ვინ იცის, იქნებ ახლა რომელიმე მათგანს ეს ინფორმაცია როგორც ჰაერი ისე სჭირდება.

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

https://mebonia.com/superefeqturoba/urtiertobebi-nawili

მსგავსი სტატიები

Leave a Comment