fbpx

ის თქვენ მხოლოდ გიყენებთ

ავტორი Ann
34 ნახვა

ნამდვილად შეყვარებულია თუ არა მამაკაცი საკმაოდ რთული მისახვედრია, მითუმეტეს როდესაც ქალი მასზე შეყვარებულია, ეჩვენება, რომ მისი ნებისმიერი სახის ყურადღება საპასუხო გრძნობის  ნიშანია.

 

როგორ მივხვდეთ მამაკაცი ნამდვილად შეყვარებულია, თუ გიყენებთ? ეს რამდენიმე ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ის მხოლოდ საკუთარ ეგოზე ფიქრობს:

 

გწერს მხოლოდ „დილა მშვიდობისა“ და „ღამე მშვიდობისას“ – შესაძლოა ის გწერთ ტკბილ წერილებს დილა-საღამოს და გგონიათ, რომ ეს მის სიყვარულზე მიუთითებს, მაგრამ თუ მას დღის განმავლობაში არ ახსოვხართ ეს სიყვარულზე არ მიუთითებს.

 

გიშლით გულს… ტელეფონით – თუ ის გირეკავთ და საკუთარ პრობლემებს გიყვებათ ნუ ჩათვლით, რომ გენდობათ, ძალიან უყვარხართ და ამიტომ აკეთებს ამას. მას მხოლოდ ტკივილისგან გათავისუფლება სჭირდება.

 

გიგზავნით ათასობით წერილს, შემდეგ იკარგება – თუ ადამიანს მართლა უყვარხართ ის არ გალოდინებთ და არ გაიძულებთ რამდენიმე დღე მის გამოჩენას ელოდოთ.

 

შეხვედრას შიგადაშიგ გინიშნავთ – გეპატიჟებათ სადღაც, ატარებთ შესანიშნავ დროს, შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში პასიურობს და მოულოდნელად ისევ ჩნდება.

 

გიტოვებთ არასტაბილურობის შეგრძნებას – თქვენთან ერთად ყოფნა მას მხოლოდ მაშინ სჭირდება, როდესაც მამაკაცად სურს იგრძნოს თავი, სურს მიხვდეს, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ადამიანია.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment