fbpx

მანდალა – “წმინდა ხელოვნება”

ავტორი ჟოლო
411 ნახვა

მანდალა (სანსკ: मण्डल Maṇḍala „წრე“) — ინდუისტურ და ბუდისტურ რელიგიურ ტრადიციებში არის „წმინდა ხელოვნება“. ძირითადად, მანდალას აქვს კვადრატის ფორმა, ოთხი კარით და შუაში ბინდუიანი წრით. ყოველი კარი T ფორმისაა.

ეს არის არქეტიპი, რომელიც წარმოადგენს ყოველივეს გაერთიანების, პიროვნების მთლიანობისა და ჰარმონიული განვითარების სიმბოლოს. მისი სიმბოლური გამოსახულებებია ნებისმიერი წრე, მაგალითად კარმული წრე ინდუიზმში. ისევე, როგორც სხვა არქეტიპები ეს არქეტიპიც ამბივალენტურია. ის ერთიანობასთან ერთად ქაოსსაც აღნიშნავს, ოღონდ პირველად ქაოსს, რომლისგანაც შემდგომში ყოველივე შეიქმნა.

მანდალებს აქვთ სულიერი და რიტუალური მნიშვნელობები ბუდიზმშიც და ინდუიზმშიც. ტერმინი ინდუისტური წარმოშობისაა და ჩნდება რიგ ვედაში, მაგრამ სხვა დრაჰმულ რელიგიებშიც გამოიყენება, ძირითადად ბუდიზმში. ბუდიზმის ვაჯრაიანულ მიმდინარეობაში, მანდალები ქვიშით ხატვაში გადაისახა.

სხვადასხვა სულიერ ტრადიციაში, მანდალები გამოიყენება სასწავლო იარაღად ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვის. დევიდ ფონტანას მიხედვით, მის სიმბოლურ ბუნებას შეუძლია დაეხმაროს „ქვეცნობიერს ძლიერ ღრმა დონეების მიღწევაში, სრულად ეხმარება მედიტატორს, გამოსცადოს სრული ერთობის გრძნობა კოსმოსთან მის მრავალფეროვან ფორმებთან ერთად.“

ფსიქოანალიტიკოსმა, კარლ იუნგმა, მანდალა დაახასიათა, როგორც „ქვეცნობიერ მე-ს გამოსახვა“.

დღეს, მანდალას ადამიანის მიერ სამყაროს მაკროკოსმოსის ხედვის რაიმე სახის სიმბოლურ გამოსახვასაც უწოდებენ.

მანდალა კოსმოსის დიაგრამაა, სამყაროს გამოსახულება წრეში, რომელიც კვადრატში  ზის, ის კი თავის მხრივ ისევ წრეში. გარე წრე სამყაროა, შიდა – ემბრიონის განვითარება, მისი გასავლელი მანძილი. კვადრატის ოთხი გასასვლელი ორიენტირებულია დედამიწის ოთხ მხარეზე და თავადაც დაყოფილია ოთხ ნაწილად. მეხუთე ნაწილი – ეს მისი ცენტრია. ხუთივე ნაწილს თავისი ფერი გააჩნია, ასოცირდება გრძნობის ერთ-ერთ ორგანოსთან… ხატვის დროს ფერებს და ფიგურებს თავად ირჩევ და საბოლოოდ ხატავ შენს თავს ამ სამყაროში. ალბათ ამიტომ, კარლ იუნგი მანდალას ფსიქოანალიზის საუკეთესო საშუალებად თვლიდა.

მანდალას ბუდისტი ბერები მთელი წლის განმავლობაში ქმნიან ქვიშით, რომლის თითოეულ მარცვალს ცალ-ცალკე ათავსებენ მასზე. ყველაზე სიანტერესო კი ისაა, რომ დასრულების შემდეგ ერთი ხელის მოსმით ანადგურებენ და ქვიშას მდინარეში ყრიან.

მთელი იდეა მანდალის ძღვენისა და შემდეგ მისი განადგურების ის არის, რომ ეს პრაქტიკა ადამიანში აყალიბებს გარკვეულ უნარებს: მათ შორის უანგარო გაცემის უნარს წარმავლობის კარგად გათავისებას სხვა უნარებთან ერთად. მათი რელიგია (ბუდიზმი) ასწავლის, რომ სტრესი ადამიანში ჩნდება იმის გამო, რომ ჩვენ წარმავალ ფენომენალურ სამყაროს ვეჯაჭვებით და არ გვინდა დავიჯეროთ მისი წარმავლობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კარგად ვხედავთ ამას. წარმავალი კიდევ ყოველთვის იცვლება და ამას მოაქვს ადამიანში უკმაყოფილება. მანდალას განადგურება სიმბოლურია, აჩვევს ადამიანს იმას, რომ კარგად გაითავისოს წარმავლობა და არ მიეწებოს წარმავალს, რაოდენ ლამაზი და მიმზიდველიც არ უნდა იყოს ეს წარმავალი.  მისი განადგურებით ისინი სწავლობენ, რომ ამქვეყნად მუდმივი არაფერია.

თათია ქვილითაია

მსგავსი სტატიები