265
„ბევრი სხვა ბარბარიზმიც არის, სამწუხაროდ. ვფიქრობ, რომ ენას ჩვენს გარდა არავინ მოუფრთხილდება და დაფიქრება გვმართებს“ – წერს სოციალურ ქსელში გოგა ჩანადირი და ამჯერად ქართულ ლექსიკაში „დამკვიდრებულ“ 10 ინგლისურენოვან სიტყვაზე ამახვილებს ყურადღებას.
1. ფრენდი – მეგობარი
2. კრეატიული – შემოქმედებითი
3. ლაიქი – მოწონება
4. სენსიტიური – მგრძნობიარე (შესაძლოა, მტკივნეულიც, სათუთიც)
5. ივენთი – ღონისძიება
6. დაკლიკება – დაწკაპუნება
7. ლინკი – ბმული
8. დათაგვა – მონიშვნა
9. ფართი – წვეულება
10. ოქეი – კარგი