fbpx

11 სარგებელი, რომელსაც ბრენდ-პლატფორმა ბიზნესს სთავაზობს 

ავტორი ჟოლო
41 ნახვა

რატომ იყო ციფრულ რევოლუციამდელი ბიზნესმენი რუტინაში? – იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა ავტომატიზებული ბიზნეს-სისტემა

ხუმრობა იქით და ჩვენი მთავარი იდეა, რომელიც ყოველდღიურად გვიბიძგებს, თქვენამდე თანამედროვე ბიზნეს-სისტემების უპირატესობები და სიკეთეები მოვიტანოთ, არის შემდეგი: ის, რაც ბიზნესმენს აცდენს დიდი ფულის კეთებისგან, უნდა გადაუდელეგირდეს ციფრულ სისტემას, რომლის საძირკველსაც წარმოადგენს ბრენდ-პლატფორმა.

1.კომპანიის ცნობადობის გაზრდა. იმისათვის, რომ სულ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს თქვენ შესახებ, ჯერ თავად უნდა გესმოდეთ საკუთარ BIG IDEA, შემდეგ კი იცოდეთ, როგორ მიიტანოთ ის სამიზნე აუდიტორიამდე. ამის საშუალებას კი სწორედ ბრენდ-პლატფორმის შექმნა იძლევა.

 

11 სარგებელი, რომელსაც ბრენდ-პლატფორმა ბიზნესს სთავაზობს

 

2.კონკურენტების მასისგან გამორჩევა. როდესაც შეძლებთ, ეფექტურად მოახდინოთ თქვენი BIG IDEA-ს ტრანსლირება, ბაზარზე სწრაფადვე მოხდება თქვენი გამორჩევა სხვა, ძველი მეთოდებით მომუშავე კონკურენტებისგან, რომლებსაც სერიოზული ძალისხმევა დაჭირდებათ თქვენს დასაწევად.

 

3.ბაზრის ანალიზი. ბრენდ-პლატფორმაში ბაზრის ანალიზს სერიოზული ყურადღება ეთმობა. აქ ვიკვლევთ როგორც კონკურენტებს, ასევე – სამიზნე აუდიტორიას. გამოვყოფთ სეგმენტს, ვისთვისაც მუშაობთ და ვისაც აქვს „თქვენი ფული“. ალბათ, დაგვეთანხმებით – გაცილებით იოლია ფულის მიღება მათგან, ვისაც „თქვენი ფული აქვს“, ვიდრე – უაზრო რეკლამებით ზარბაზნიდან ბეღურების მიმართულებით სროლა, რომ იქნებ გაგიმართლოთ და ვინმემ გადაგიხადოთ.

 

4.პროდუქტების ხაზის შექმნა. ამ პუნქტის სარგებელი იმდენად მაღალია, რომ მასზე ცალკე პოსტი შეიძლება დაიწეროს და დაიწერება კიდეც. პროდუქტების ხაზზე სწორად მუშაობა საშუალებას მოგცემთ, გაზარდოთ მომხმარებლის სიცოცხლისუნარიანობა თქვენს ბიზნესთან მიმართებაში, ე.წ. LTV [Life Time Value]. ამასთან, მოახერხებთ საშუალო ჩეკის გაზრდას და რაც ყველაზე მთავარია, აიწევს პროდუქტის ხარისხი, რადგან როდესაც იცი, ვისთვის ქმნი პროდუქტს, ასევე იცი საკუთარი ძლიერი მხარეები, რომლებსაც ბრენდ-პლატფორმაში განსაზღვრავთ, ხარისხი ავტომატურად აიწევს და ბაზარზე თქვენი კონკურენტუნარიანობაც გაიზრდება.

 

5.ეფექტური ფასწარმოქმნა. ბრენდ-პლატფორმის შექმნისას, იღებთ დამხმარე მასალებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, ფასწარმოქმნა აწარმოოთ არა ინტუიციურად, არამედ შექმნათ წინასწარ გათვლილი და თქვენზე და ბაზარზე მორგებული ფასწარმოქმნის სისტემა.

 

6.შეფუთვა. ბრენდ-პლატფორმის შექმნით, თქვენ ხელახლა აღმოაჩენთ საკუთარ ხელწერას, ფერებს, ფორმებს, მემებს, იდეალურად მოარგებთ მათ თქვენს ბიზნესს, სწორად განსაზღვრავთ თქვენი კომპანიის მისიას, დესკრიპტორს, სლოგანსა და უნიკალურ სავაჭრო წინადადებას, რასაც დაგვეთანხმებით, დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდ სარგებელსაც იძლევა.

 

7.შიდა და გარე კონტრაგენტებთან ურთიერთობის გამარტივება. თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რა გჭირდებათ პროგრამისტების, კოპირაიტერებისა თუ დიზაინერებისგან. შეძლებთ, მარტივად და ეფექტურად შეავსოთ ბრიფი, მისცეთ ისეთი ტექნიკური დავალება, რომლის შემდეგ ისინი მოლოდინებს ვეღარ გაგიცრუებენ.

 

8.ბიზნესის სისტემატიზება. ბრენდ-პლატფორმის ერთ-ერთ საუკეთესო მხარეს წარმოადგენს თქვენი ბიზნესის პროცესების გაწერა, რაც პირველი ნაბიჯია რუტინიდან გამოსვლის და პროცესების სისტემისთვის გადაბარების გზაზე. ჩათვალეთ, რომ ცალი ფეხი უკვე რომელიმე კურორტზე გაქვთ და ცოტაც და მთლიანად შეძლებთ გათავისუფლებას.

 

9.ეფექტური მარკეტინგული ძაბრების შექმნა. შექმნით ავტომატიზებულ ძაბრებს, რომლებიც უთქვენოდაც გაყიდის და რაც მთავარია, შექმნით კრეატიულად. რა არის კრეატივი მარკეტინგში? – ესაა თქვენი ბიზნესის ტრანსფორმირებული BIG IDEA.

 

10.გაყიდვების სისტემის შექმნა. რაც არ უნდა ცნობადი იყოთ ბაზარზე, როგორც არ უნდა იხარჯებოდეთ რეკლამაზე და რა სარგებელიც არ უნდა მოჰქონდეს თქვენს პროდუქტსა თუ მარკეტინგს, თუ გაყიდვების სისტემა არ გაქვთ ეფექტურად გამართული, მუდმივად ნერვებზე მოგიწევთ ჯდომა. ბრენდ-პლატფორმა საშუალებას იძლევა, მთლიანად აღადგინოს ძველი და „ჩამქრალი“ გაყიდვების პროცესები და ახალ, ძლიერ გაყიდვების სისტემას ჩაუყაროს საფუძველი.

 

11.დელეგირება და ბიზნესმენის რუტინიდან გასვლა. აი, აქ კი თამამად შეძლებთ, მეორე ფეხიცა და მთელი თქვენი თავიც ბოლომდე გადადგათ საოცნებო კურორტზე. როდესაც სისტემა მთლიანად გადაიბარებს რუტინულ პროცესებს, თქვენ ისღა დაგრჩებათ, რომ მეტი ფულის შოვნაზე გადართოთ თქვენი ფოკუსი, რადგან როგორც თავშიც გითხარით -ყველაფერი, რაც მესაკუთრეს აცდენს დიდი ფულის კეთებისგან, უნდა გადაიბაროს ციფრულმა ტექნოლოგიებმა.

ბრენდ-პლატფორმას „ბიზნესის სულს“ უწოდებენ და როგორც ნახეთ, არცთუ უსაფუძვლოდ. ალბათ, თავად დარწმუნდით, რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია მას თქვენი ბიზნესისთვის.

 

P.S. ჩვენს პროექტში: “PROFIT STRATEGY” ბრენდ-პლატფორმის შექმნას უდიდეს ყურადღებასა ვუთმობთ და ჩვენს მომხმარებლებს უხვად ვამარაგებთ ყველა საჭირო და აუცილებელი ინსტრუმენტითა და მასალით, რომ შემდეგ ასევე ეფექტურად შევქმნათ პროდუქტების ხაზი, რის მნიშვნელობასა და სარგებელზეც მომდევნო პოსტში ვისაუბრებთ…

თუ მოგეწონათ პოსტი აუცილებლად გააზიარეთ რათა სწრაფად შეძლოთ მასთან წვდომის დამყარება როცა დაგჭირდებათ.

P.P.S. ასევე, თუ ნამდვილად დაინტერესებული ხართ ამ თემით და გსურთ შეიტყოთ 2018 წლის ბიზნეს ტრენდებისა და ციფრული ბიზნესის კონკრეტული მაგალითების შესახებ, შაბათს ვატარებ უფასო ონლაინ-სემინარს და აუცილებლად შემოგვიერთდით. ამისთვის კი, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გაიარეთ უმარტივესი რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ საჩუქარს – ეს არის ციფრული ბიზნესის მინი გეგმა [PDF], რომელიც დაგეხმარებათ თავად ციფრული ბიზნესის სტრუქტურის გაგებაში და საწყისი სტრატეგიული მონახაზის გაკეთებაში.

გიორგი თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment