fbpx

130 ფიჭვი, 40 კიპაროსი და 30 ტუია

ავტორი ჟოლო
68 ნახვა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დენდროლოგიურ პარკში (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია) გამწვანების აქცია მოეწყო და 80-მდე ნერგი დაირგო.

 

ცენტრის თანამშრომლებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად ნერგები დარგეს ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, მოადგილემ ზურაბ ცოფურაშვილმა, სსიპ „გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის” დირექტორმა ია პაპიაშვილმა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს აპარატის უფროსმა მარიამ მათიაშვილმა.

 

აქცია ცენტრის აქტივობის – „ეკოკლუბის“ ფარგლებში გაიმართა. გამწვანების გარდა,აქტივობები დაგეგმილია დასუფთავების მიმართულებითაც. ღონისძიება განხორციელდა საქართველოს რკინიგზისა და სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს 5 ქალაქში 200 ნერგი (130 ფიჭვი, 40 კიპაროსი და 30 ტუია) დაირგო.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment