fbpx

21 ათასი 3 ფუნტის სანაცვლოდ

ავტორი ჟოლო
23 ნახვა

საოცრად სასიხარულოა, როდესაც დღეს, თითქოსდა გაციებულ მსოფლიოში კეთილ ადამიანებს ხვდები ან მათ შესახებ იგებ. უცნაურია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს სიკეთე იმ ადამიანებს აქვთ შემორჩენილი, რომლებსაც თავად უამრავი პრობლემა აქვთ.

22 წლის სტუდენტმა გოგონამ, დომინიკ ჰარისონ-ბენთზენმა ქუჩაში ღამით საფულე დაკარგა, რის გამოც სახლში წასვლა აღარ შეეძლო. ამ ფაქტს იქვე მყოფი უსახლკარო მამაკაცი შეესწრო, რომელმაც გოგონას 3 ფუნტი შესთავაზა ტაქსისთვის. ამ ფაქტით აღფრთოვანებულმა გოგონამ გადაწყვიტა მამაკაცისთვის ეს სიკეთე სიკეთითვე გადაეხადა.

მან სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე დაწერა ამ ფაქტის შესახებ და მეგობრებს მოუწოდა დახმარებოდნენ რობის, შეეგროვებინა თანხა, რომ მას სიცივეში ღამის ქუჩაში გათენება არ დასჭირვებოდა.

მან ამ გზით შეძლო გარკვეული თანხის შეგროვება, რამდენიმე დღის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ მეგობრებთან ერთად ერთი ღამე პრესტონის ქუჩაში გაეთენებინა, რათა ყველასთვის მოეყოლათ ამ შესანიშნავი ადამიანის ამბავი და შეეთავაზებინათ დახმარება. მეორე დღეს გოგონა სოციალურ ქსელში წერდა:

„არც კი ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არ დაიზარეს გაჩერებულიყვნენ ქუჩაში და მოესმინათ ჩემი ისტორია და არც თანხის შეწირვაზე უთქვამთ უარი. თქვენი დახმარებით რობის ქუჩაში ღამის გათენება აღარ მოუხდება.“

თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არ იყო. გოგონას მეგობრებმა გახსნეს სპეციალური ანგარიში, სადაც მსურველებს 3 ფუნტი უნდა შეეწირათ რობისა და მისი მსგავსი უსახლკაროებისთვის დასახმარებლად. ცოტა ხანში ნამდვილი საოცრება მოხდა, საიტი, რომლის მეშვეობითაც ფულის გადარიცხვა იყო შესაძლებელი შემსვლელთა უზარმაზარი რაოდენობის გამო დროებით გაითიშა. საქმე იმაშია, რომ სულ ცოტა ხანში ანგარიშზე არც მეტი, არც ნაკლენიბი, 21 ათასამდე ფუნტი დაჯდა.

უსახლკარო გმირს ალბათ წარმოდგენაც კი გაუჭირდებოდა, რომ მის მიერ შეთავაზებული 3 ფუნტის სანაცვლოდ ბედი ასეთ საჩუქარს მოუმზადებდა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment