უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეთ მოცემულ წუთს… ამ წუთას რითი და როგორ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ბედნიერება კითხეთ საკუთარ თავს…
და ისიც, თქვენი გენიალური თავიც აუცილებლად გიპოვნით გამოსავალს…
თუ დააკვირდებით თქვენს ნათელ გონებას ყოველთვის აქვს ჭეშმარიტი პასუხები, მთავარია სწორი კითხვა დასვათ..
ნაცვლად იმისა რომ კითხოთ ” რატომ ვარ ასეთი სულელი?”
კითხეთ საკუთარ თავს “როგორ გამოვიყენო არსებული ვითარება სასიკეთოდ?”
P. S.
სწორი კითხვების დასმის ხელოვნებას ნუ ეხუმრებით…დღეს ერთ – ერთი ყველაზე მოდური პროფესია ( ქოუჩინგი) სწორედ რომ სწორად დასმული კითხვებიდან იღებს სათავეს….
ასე რომ
„რატომ და რითი ვარ ბედნიერი ამ წუთას?” – აღმოაჩინეთ ამ კითხვაზე 40 პასუხი და სამყაროს ფერები თქვენს ირგვლივ ზუსტად ისე გაგამკვეთრდება, როგორც უახლესი ტელევიზორების რეკლამაში
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი