fbpx

6 რჩევა – როგორ გავხდეთ Self Made Man?

ავტორი ჟოლო
55 ნახვა

“ადამიანების უმრავლესობა დიდი ენთუზიაზმით შეისწავლის მასალას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმუშაოს ეფექტურად, ვიდრე სინამდვილეში დაიწყებს მუშაობას. ეს ადამიანები გადიან ტრენინგებს, ესწრებიან ვებინარებს, კითხულობენ წიგნებს, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება და ნასწავლის გამოყენების დრო დადგება, ისინი არაფერს აკეთებენ. ანუ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ იმედს!” © დენ კენედი

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ, პერსონალური განვითარებისა და ბიზნესის ტრენინგებმა, კურსებმა, წიგნებმა… შეიძლება ადამიანს ავნოს კიდეც, თუ ის არ იცნობს თეორიას, სახელად: Self Made Man.

Self-made Man – ეს იდიომა აერთიანებს ადამიანებს, რომლებმაც თითქმის ნულიდან ან მეტიც, მინუსებიდან, თავად შექმნეს საკუთარი თავი, მიუხედავად იმისა, რომ მათი არ სჯეროდათ, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულ და მდიდარ ოჯახში არ დაიბადნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი იდეები ხშირად სიგიჟედ მიაჩნდათ.

ამ ადამიანებს არ სჭირდებათ გარე მოტივირება, მუდმივად უკნიდან მიწოლა ადგილიდან დასაძრავად, მათ საკმარისი თვითრწმენა და თვითმენეჯმენტი აქვთ იმისთვის, რომ მიაღწიონ დასახულ მიზანს, თუნდაც ბევრი დამარცხების ფასად.

გულწრფელად მითხარი, საკუთარ თავს თუ ხედავ მათ რიგებში, ან სურვილი მაინც თუ გაქვს, იყო ადამიანი, რომელსაც შეუძლია თვითმენეჯმენტი და თვითმოტივირება?

თუ ასეა, მე შენ მოგიმზადე:

6 რჩევა – როგორ გავხდეთ Self Made Man?

1. გამოდი “ყოვლისმცოდნე და არაფრისმქონე” ადამიანების რიგებიდან. ასეთი ადამიანი ყველას აღიზიანებს, რადგან მორალისტობის მეტს არაფერს აკეთებს, არც სხვას ეხმარება და მასაც ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერაფრით დაეხმარები – მან ხომ უკვე ყველაფერი გადასარევად იცის?!

2. დაიწყე მოქმედება მაშინაც კი, როდესაც გზა არ ჩანს. დაივიწყე ფრაზა: “ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი”. განუსაზღვრელობა – ეს ის სივრცეა, რომელშიც თევზივით დაცურავს Self-Made Man.

3. დაიწყე ციფრებით, მაჩვენებელებითა და ფაქტებით აზროვნება. შენ შეიძლება მოსიარულე ენციკლოპედია იყო და ყველაფერზე გქონდეს პასუხი, მაგრამ ფაქტი ოხერი და ჯიუტია. რამდენსაც გამოიმუშავებ სწორედ იმ მასშტაბის ხარ.

4. ისწავლე იმისგან, ვისაც უკვე აქვს ის შედეგი, რომლის მიღებაც გინდა შენ და დაეხმარე იმას, ვისაც ისეთი შედეგის მიღება უნდა, როგორიც უკვე გაქვს შენ!

5. ერთხელ და სამუდამოდ, გაიგე, ვინ ხარ და რა გინდა ცხოვრებაში და შემდეგ აღარასდროს გადაუხვიო დასახულ მიზანს და მისკენ მიმავალ გზას.

6. შემოიკრიბე გარშემო სწორედ ის გარემოცვა, რომელიც დაგეხმარება სწრაფად განვითარებასა და მიზნების მიღწევაში.

P.S. თუ ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამ Self-Made Man-ობას “ამუღამებ”, გამოიწერე ჩვენი უფასო მინი ტრენინგი: “წარმატების ანბანი 2.0” და სიღრმისეულად იმუშავე საკუთარი თავისგან წარმატებული ადამიანის შექმნაზე 👉 http://bit.ly/2ky3JZa

გაიარე უმარტივესი რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე და შემოგვიერთდი

http://bit.ly/2ky3JZa

მე ვიცი – შენ შეგიძლია!

გიორგი თვალაძე

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment