ფილმებს დიდი ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ თითეულ ადამიანზე. ამ კოლექციაში შემოგთავაზებთ რამოდენიმე ფილმს რომელიც დაგარწმუნებთ, რომ არასდროს არ უნდა დანებდეთ და ყოველთვის უნდა იბრძოლოთ წარმატების მისაღწევად რა წინააღმდეგობების გადალახვაც არ უნდა დაგჭირდეთ. აირჩიეთ რომელიმე პერსონაჟი და მიბაძეთ მათ.
1. მონანიება / Atonement
იან მაკუენის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომლის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ფილმი არის სიყვარულზე რომელიც ყველაფერს ჩაადენინებს ადამიანს და დაავიწყებს. ფილმი შეიძლება შედევრადაც აღვიქვათ, რადგან მისი ყურება გრძნობების და ემოციების გარეშე შეუძლებელია. ეს მართლაც უძლიერესი ფილმია, უძლიერესი მსახიობებით.
2. ბილი ელიოტი / Billy Elliot
ფილმში გადმოცემულია 11 წლის ბილი ელიოტის ამბავი, რომელიც მეშახტეთა ქალაქში დაიბადა, ის ოჯახის და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დადის ბალეტზე, რადგან იცის რომ მას ამის ნიჭი აქვს და თან მოსწონს ცეკვა. ფილმი წარმოადგენს სოციალურ დრამას, რომელიც იმდროინდელი ინგლისის ერთ-ერთ ქალაქს ასახავს.
2014 წელს ოსკარზე ნომინირებული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ერთი დრამერის ისტორიას. რომელშიც მისი მასწავლებელი ყველანაირად ამწარებს, რომ ის წარმატებული გახდეს. შედეგი სახეზეა, ზოგჯერ მკაცრ მოქცევას საკუთარი მიზნები და დანიშნულება აქვს.
4. ვერცხლისფერი პიესები / Silver Linings Playbook
ფილმი მოგვითხრობს ნერვული აშლილობის ზღვარზე მყოფი კაცის შესახებ. რომელიც საყვარელი ადამიანის გამო განადგურებულია. ის კარგავს ყველაფერს და მშობლებთან გადადის საცხოვრებლად. მაგრამ როგორც ყოველთვის როცა იხურება ერთი კარი იხსნება მეორე. ის გაიცნობს ახალ სიყვარულს რომელიც ცხოვრების ხელთავიდან დაწყებაში დაეხმარება. ეს ის სიტუაციაა როდესაც ყველაფერის თავიდან დაწყების დროა.
5. რეი / Ray
გენიალური კომპოზიტორის და მომღერლის ბიოგრაფიული დრამა. რომელიც რეი ჩარლზის შესახებ მოგვითხრობს. რეიმ 7 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა. მაგრამ მიუხედავად ამისა მისთვის ამას ხელი არ შეუშლია და ის წარმატებული პიროვნება გახდა.
6. ცხოვრება ვარდისფერ ფერებში / La vie en rose
ფილმი მოგვითხრობს ერთი ღარიბი გოგონას ისტორიას, რომელმაც შეძლო პარიზის ღარიბი უბნიდან ნიუ-იორკის დიდ სცენამდე მიეღწია. ამისთვის მას დიდი შრომა და ბრძოლა უხდებოდა მაგრამ მან ეს შეძლო. მისი თითეული დღე ბრძოლას გავდა.
7. ჩაპლინი / Chaplin
ფილმი მოგვითხრობს დიდებული პიროვნების, პერსონაჟისა და რეჟისორის ისტორიას. ჩარლი ჩაპლინის ცხოვრება არც თუ ისე მარტივი ყოფილა და ამან ბევრ რამეში შეუშალა ხელი, მაგრამ ის არასდროს ნებდებოდა, ებრძოდა იმ დროინდელ იდეოლოგიას. მას არაერთხელ მოუწია სხვადასხვა ქვეყანაში გადასახლება მაგრამ საბოლოოდ მან მაინც მიაღწია წარმატებას და ტრიუმფალურად დაბრუნდა ჰოლივუდში და დიდი წვლილი შეიტანა კინოს განვითარებაში.