ქალბატონების უმრავლესობას ალბათ წარმოდგენაც არ აქვს, რომ ის, რაც მათ თავის მოვლა ჰგონიათ სინამდვილეში შესაძლოა მავნე ჩვევა იყოს. Shape Magazine-მა დერმატოლოგებთან კონსულაციის შემდეგ ის 7 ცუდი ჩვევა გამოაქვეყნა, რომლებიც ქალბატონებმა უნდა დაივიწყონ.
1. სველი თმა არ შეიკრათ პირსახოცით – თმის გამაძლერებული შამპუნი თქვენთვის ეფექტური ვერ იქნება თუ დაბანის შემდეგ თმას შეიკრავთ ან პირსახოცით დიდხანს ეცდებით მის გაშრობას. გარდა ამისა, დერმატოლოგთა თქმით სასარგებლო არ არის თმის ხშირი ვარცხნაც.
2. დაივიწყეთ სახის გაწმენდა დილით – სახის გამწმენდები და სკრაბები დილით სახის დაბანისას თქვენს კანს ზიანს უფრო მოუტანენ ვიდრე სარგებელს. საუკეთესო გადაწყვეტილება თქვენი სახის მოვლისთვის იქნება თუ მას მხოლოდ საღამოს, დაძინების წინ გაიწმენდთ, რადგან ვიდრე თქვენ გძინავთ კანი ახდენს რეგენერაციას და მდიდრდება კოლაგენით.
3. არ გაიწმინდოთ სახე ხშირად მკვდარი უჯრედებისგან – სინამდვილეში კანისთვის მკვდარი უჯრედების მოშორება საუკეთესო გადაწყვეტილება სულაც არ არის, რადგან ეს კანის გაღიზიანებას და გამოშრობას უწყობს ხელს. დერმატოლოგები გირჩევენ კანი მკვდარი უჯდერებისგან მაქსიმუმ კვირაში ორჯერ გაიწმინდოთ.
4. წაისვით წამწამებზე ტუში სწორად – ფუნჯის მოძრაობა „ტუბიკში“ სწორად განაწილების მიზნით არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ დროს მასში შესული ჰაერი ფუნჯს აშრობს და აფუჭებს. ფუნჯი რაც შეიძლება ფრთხილად უნდა ამოიღოთ და შეეცადოთ წაისვათ ისე, რომ საჭირო არ გახდეს მისი ზედმეტი მოძრაობა.
5. დიდი სიფრთხილით მოხდეს თავის მოვლის საშუალებეის შერჩევა – დერმატოლოგების თქმით, ხშირად ორ სხვადასხვა საშუალებაში შემავალი ინგრედიენტები ერთმანეთთან უკურეაქციაში შედიან, რამაც შესაძლოა კანის გამოშრომა ან დაზიანება გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მოხდეს მათი გაცნობა და გათვალისწინება.
6. არ დაგავიწყდეთ მოუაროთ თქვენს კისერსაც – ქალბატონებს თითქმის ყოველთვის ავიწყდებათ სახის კანის მოვლასთან ერთად მოუარონ კისრის კანსაც. აუცილებელია გამოიყენოთ სხვადასხვა სახის კრემები და მზისგან დამცავი საშუალებები კისრისთვისაც, ბანაობისას არ გამოიყენოთ უხეში საპონი.
7. არ მიიღოთ დიდი რაოდენობით ჩაი, ყავა და სოდა – მართალია ჩაის, ყავისა და სოდის მიღება შესაძლოა ზოგჯერ თქვენი ორგანიზმისთვის სასარგებლოც იყოს, თუმცა უნდა გაითვალისინოთ, რომ მათი დიდი რაოდენობით გამოყენება თქვენი კანისთვის სახარბიელო ნამდვილად არ გახლავთ. ამას შედეგად შეიძლება ნაოჭების მომატება მოჰყვეს, რაც ქალბატონებისთვის სასიამოვნო სიახლე ნამდვილად არ იქნება.