fbpx

თუ საყვარელმა ადამიანმა მიგატოვათ…

ავტორი ნინო გონგაძე
55 ნახვა

– ერთად გადაღებულ ფოტოებს ნუ გადაყრით, შეკრიბეთ ისინი და ალბომში შეინახეთ, ეს ხომ თქვენი ისტორიაა!

– შეადგინეთ ყოფილ თაყვანისმცემელთა სია. სიის მოცულობა თქვენთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება.

– დაგეგმეთ რაიმე მასშტაბური ღონისძიება. მაგალითად, დაიწყეთ რემონტი, ან წადით სამოგზაუროთ, რაც შეიძლება მალე.

– გააკეთეთ ის, რასაც თქვენი ყოფილი მეგობარი ვერ იტანდა. დიდხანს ისაუბრეთ დაქალებთან… და დატკბით თავისუფლებით.

– გაიხსენეთ მისი ყველა დადებითი თვისება და მასთან დაკავშირებული სასიამოვნო მოგონებები. ჩათვალეთ, რომ მაინც ბედნიერი ქალი ხართ, რადგან გაგიმართლათ და ყოველივე ეს გამოსცადეთ.

– გარდერობიდან ზედმეტი ხარახურა გადაყარეთ.

– ეცადეთ, რომელიმე კერძის, ან ტკბილეულის მომზადებაში დაოსტატდეთ.

– შეცვალეთ სუნამო. აღმოაჩინეთ თქვენთვის ახალი სურნელი.

– შეაკეთეთ ყველა სახის ელექტრომოწყობილობა, რომ ოჯახში არ იგრძნოთ მამაკაცის არყოფნა.

– ვინც კი შეეცდება თქვენს ყოფილ საყვარელ ადამიანზე ჭორის მოყოლას, ყველას ხმა ჩააკმენდინეთ და უთხარით, რომ თქვენ ის აღარ გაინტერესებთ.

– შეიძინეთ ჩაისა და ყავის ახალი, ხალისიანი ფერის ფინჯნები.

– სიამოვნებით დაელოდეთ ახალ სიყვარულს, თქვენ ხომ უკვე თავისუფალი ხართ?!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment