fbpx

ოპტიმისტური და პოზიტიური განწყობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ავტორი ნინო გონგაძე
156 ნახვა
0 კომენტარი
1

ჰარვარდის მედიცინის სკოლის მეცნიერები აცხადებენ, რომ ჯანმრთელობისთვის დადებითი განწყობა მნიშვნელოვანია. ისინი დააკვირდნენ 70 000 ქალს. მეცნიერებს აინტერესებდათ ოპტიმიზმის დონე, ავადმყოფობა და გარდაცვალების რიცხვი.

„ჩვენი ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ აუცილებელია გავზარდოთ ოპტიმისტური განწყობის დონე. ის დაკავშირებულია უფრო ჯანსაღ ხასიათთან, ქცევასთან“, – აცხადებს მკვლევარი, ერიკ კიმი.

ალბათ თქვენთვის უცხო არ არის, რომ მხიარული განწყობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

40%–ით ნაკლებია შანსი, რომ ოპტიმისტები რაიმე დაავადებისგან გარდაიცვალონ. ინსულტისა და გულის შეტევის რისკი ამ კატეგორიაში 50%–ით დაბალია, ხოლო კიბოსგან გამოწვეული გარდაცვალების მაჩვენებელი 16%–ით მცირდება. ამასთან, ოპტიმიზმი იმუნურ სისტემას აუმჯობესებს.

რატგერსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები თვლიან, რომ ოპტიმისტური განწყობა ხანგრძლივი ქორწინების მთავარი გასაღებია.

ამასთან, ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღი კვების რაციონსაც მაგალითად, დიაბეტის რისკს ამცირებს შემდეგი პროდუქტები: ნიგოზი, სანელებლები, ლობიო, ბოსტნეული.

ასე რომ, მეტი ოპტიმიზმი და პოზიტივი ერო 🙂

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი