მოეშვით მცდელობებს, იყიდოთ ბედნიერება – ანუ, ის რომ თქვენ დღეს უბედურ მდგომარეობაში მყოფმა, უნდა იშოვოთ „ბევრი ფული“, რომ ხვალ ამ ფულით გაისტუმროთ ვალები, შეიძინოთ ნივთები და ეს გაგაბედნიერებთ, ყველაზე დიდი ჩიხია ყველა არსებულ ჩიხებს შორის …
1. სანამ არ იქნებით ბედნიერი, იმით რაც გაქვთ, ოცნებაც კი გაგიჭირდებათ არა თუ ადგილიდან დაძვრა ნათელი მიზნებისაკენ: – აიღეთ ფურცელი და კალამი და ჩამოწერეთ 300 პუნქტი – „რის გამო შემიძლია ვიყო ბედნიერი“. (მაგ. რომ ცოცხალი ხართ, რომ კითხვა იცით, რომ ხედავთ, სუნთქავთ და ა.შ.)
2. შეეშვით დამნაშავის ძიებას საკუთარ ცხოვრებაში – როგორ გაგზარდეს, რა გასწავლეს და რა არა, ვინ მიგატოვათ და ვინ გიღალატათ, ვინ არ გამოგიწოდათ დახმარების ხელი და რამდენად მართალი იყო იგი…..
ეს ყველაფერი ის ნაგავია, რომელიც უნდა გაიტანოთ თქვენი ცხოვრებიდან…..როგორც ერთხელ ნაჭამი და გადამუშავებული ვაშლის მეორედ ჭამა აღარ შეიძლება, ზუსტად ისე არ შეიძლება 10-ჯერ, 100-ჯერ გადაამუშავოთ უკვე ბევრჯერ გადამუშავებული სიტუაციები – ეს მთელ თქვენს ცხოვრებას აბინძურებს…..
3. დაასრულეთ ყველას და ყველაფრის კრიტიკა – ვის რა ეცვა, ვინ როგორ და რა გაუბედა ქმარს, ვინ როგორ ვერ გაზარდა შვილი და ვინ სად რა თანამდებობაზე იმყოფება დაუმსახურებლად….მიხედეთ საკუთარ თავს, თორემ სხვების გარჩევაში საკუთარი თავისათვის დრო და ადგილი აღარ დაგრჩებათ საკუთარ ცხოვრებაში……
ჯერ ნახევარი დღე გაძელით განკითხვის გარეშე, მერე 1 დღე და ასე…..ნელ ნელა გადაიტანეთ ყურადღება საკუთარ თავზე:)
4. ნუ ეცდებით იყოთ წმინდანი – დაასრულეთ საკუთარი თავის მუდმივი დადანაშაულება და საერთოდ – ვინ ხართ ასეთი, რომ არაფერი უნდა შეგეშალოთ?????
სიმართლეს გეტყვით: – აუცილებლად შეგეშლებათ და თანაც ბევრჯერ, მაგრამ ისწავლეთ როგორ ცეთ საკუთარ თავს პატივი მიუხედავად ამისა და თუ საჭიროა გამოასწორეთ კიდეც შეცდომები, ოღოდნ „მე ამას საკუთარ თავს არ ვაპატიებ“ არა )
5. შემოუშვით თქვენს სახლში სიყვარული – ყველა ოჯახის წევრს დღეში 2 ჯერ ჩაეხუტეთ და უთხარით „მე შენ მიყვარხარ“… და არ არის აუცილებელი აუხსნათ, რატომ გიყვართ – სიყვარული ხომ უპირობოა???? და მითუმეტეს ნუ ეტყვით რომ სადღაც წაიკითხეთ და იმიტომ ეხუტებით…..( თავიდან შესაძლოა მარტივი არ იყოს, მაგრამ ნუ გეშინიათ – აუცილებლად გამოგივათ).
6. „ბარგი“ დატოვეთ წარსულში – თუ ახალ ცხოვრებას იწყებთ, ჯერ ძველი უნდა დაასრულოთ… თუ ცხოვრების მეგზური გინდათ იპოვნოთ – არსებული „მეგზურები“ თუ მათი მსგავსები დაითხოვეთ თქვენი ცხოვრებიდან… და ა.შ.
7. მოერიდეთ წუწუნა ადამიანებს – დაიწყეთ ურთიერთბა იმ საზოგადოებასთან, რომლის ნაწილიც გინდათ რომ გახდეთ…..თუ ბედნიერ ადამიანს „უბედურების საზოგადოებაში მიუსჯით ყოსნას, სულ ცოტა ხანში ისიც მათი მსგავსი გახდება…დიდი წილი ჩენი განწყობისა დამოკიდებულია იმაზე თუ ვისთანგვაქვს ურთიერთობა….
8. ძირს სიზარმაცე !!! – გაიკარით ეს დევიზი ყველგან)იმოქმედეთ…..სამსახურს ეძებთ? – ჩამოწერეთ 100 ნაცნობის სია, დაურეკეთ ასივეს და კითხეთ სათქვენო ვაკანსია ხომ არ ეგულება….იდეა გაქვთ? – დაწერეთ პროექტი და მიიტანეთ იგი ყველასთან ვისაც იცნობთ და არ იცნობთ….პროექტის წერა არ იცით? – თხოვეთ დახმარება მათ ვინც ეს იცის….მოკლედ არ გაჩერდეთ…ეძიეთ გზები, საშუალებები, ითხოევთ, აკაკუნეთ და აუცილებლად გაგიღებენ.
9. შექმენით საკუთარი წარმატების ისტორია – დაიწყეთ ბავშვობიდან და ჩამოწერეთ ყველა თუნდაც პატარა მიზანი, რომლისთვისაც ოდესმე მიგიღწევიათ და ყველა ის მიზანი რომლის მიღწევასაც აპირებთ….იამაყეთ, იმით რაც უკვე შეძელით და წინასწარ იამაყეთ იმით რასაც აუცილებლად შეძლებთ….რასაც გასცემთ – იმას მიიღებთ. წინასწარ გაეცით მიზნის მიღწევის სიხარული და ის აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ)
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი