fbpx

ადამიანების კატეგორია, რომლებიც უნდა მოიშოროთ

ავტორი Ann
360 ნახვა

ურთიერთობებისა თუ ზოგადად წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოცვაა, რადგან აურა, რომელიც თქვენს გარემოცვაში ტრიალებს პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენზე. არსებობს რამდენიმე ტიპის ადამიანი, რომლებსაც ძალიან უნდა უფრთხილდეთ, სჯობს ისინი საერთოდ მოიშოროთ:

 

კრიტიკოსი – ადამიანი, რომელიც რჩევებს გაძლევთ ნამდვილი მეგობარია, თუმცა თუ ადამიანი გამუდმებით გაკრიტიკებთ ის თქვენ გწამლავთ. მთავარია შეძლოთ ამ ორი შემთხვევის განსხვავება. მაგალითად, თუ თქვენ შეხვედრაზე აგვიანებთ და მეგობარი ლანძღვაზე გადმოდის ის ჩვეულებრივი კრიტიკოსია, რადგან შეუძლია გაღიზიანება სხვაგვარადაც გამოხატოს.

 

პასიური აგრესორი – ასეთი ადამიანი ალბათ ყველას შეხვერია. თუ ადამიანს უჭირს აზრის პირდაპირ გადმოცემა და იყენებს სარკაზმს თავდაცვის მექანიზმად, გიგზავნით არეულ მესიჯებს და იქცევა ისე, თითქოს არაფერი ცუდი არ მომხდარა საქმე პასიურ აგრესორთან გაქვთ.

 

ნარცისი – ნარცისი არის ადამიანი, რომელიც ისე იქცევა თითქოს ის თქვენთვის ღმერთის საჩუქარია. ის ყოველთვის გაგრძნობინებთ საკუთარ აღმატებულობას.

 

ცივი ადამიანი – ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს გაექცეს თქვენთან საუბარს სასიამოვნო ვერ იქნება. ასეთი ტიპის ადამიანებს ემოციის გამოხატვა უჭირთ და ამის სურვილიც არ გააჩნიათ.

 

ასოციალური ადამიანი – ასეთები ყოველთვის იტანჯებიან თუ ბევრი ადამიანის გარემოცვაში მოხვდებიან. სხვათაშორის ასოციალურობა ფსიქიკური დარღვევის მანიშნებელია.

 

თარგმანი: ანი ყაზაიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment