✅„რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?“
✅„მარადიული იაფფასიანი სასოწარკვეთილება ღამის წყვდიადის სასოწარკვეთილებაა, რომელიც სიბნელეს მოსდევს და მასვე მიჰყვება.“
✅ „დავიწყება! რა სიტყვაა! მასშია შიში, ნუგეში, მოტყუება! ვინ შეძლებდა ცხოვრებას, დავიწყება რომ არა? მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი, რისი გახსენებაც არ სურს?“
✅ „დედამიწაზე ყველაფრისათვის საკმარისია ადგილი. მხოლოდ ადამიანებს არა აქვთ ადგილი.“
✅ „იცხოვრო – ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის.“
✅ „ადამიანი მუდამ მარტოა და თან არასოდეს არის მარტო.“
✅„ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც.“
✅„თუ რაიმეს გაკეთება გინდა, არასოდეს იკითხო, ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ.“
✅ „მხოლოდ წვრილმანები ხსნიან ყველაფერს, მნიშვნელოვანი ქცევები არაფერს ნიშნავს.“
✅ „ჩვენ არ ვიხოცებით, კვდება დრო, წყეული დრო. კვდება განუწყვეტლივ. ჩვენ კი ვცოცხლობთ, უცვლელად ვცოცხლობთ. როცა შენ იღვიძებ, გარეთ გაზაფხულია, როცა იძინებ – შემოდგომა, მათ შორის კი გაიკიაფებს ხოლმე ზამთარი და ზაფხული და, თუ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ მარადიულნი და უკვდავნი ვართ, როგორც გულისცემა, ან წვიმა, ან ქარი.“
✅ „სიმშვიდე კარგია, როცა თვითონ ხარ დამშვიდებული.“
✅ „ზოგჯერ იაფფასიანი მუსიკა უფრო შეგირყევს სულს, ვიდრე შოპენის ყველა ნოქტიურნი.“
✅ „საღამო ირონიული დაცინვით იჭყიტება ღია ფანჯარაში.“
✅ „ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავს.“
✅„აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღე იმ ცხოვრებით, რომლის უზრუნველყოფაც მისთვის მუდმივად არ შეგიძლია, და აუცილებლად დაკარგავ.“
✅ „ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა უკვე ვეღარაფერს გრძნობს.“
✅ „ადამიანი სუსტია და ეს გახლავთ მისი მომხიბვლელობაც!“
✅ „ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.“
✅„გარკვეულობა არასოდეს აყენებს ადამიანს ტკივილს. ტკივილს გვაყენებს მხოლოდ „მანამდე“ და „შემდეგ“.“
✅„რა უბადრუკნი ხდებიან ჭეშმარიტებანი, როცა ხმამაღლა გამოთქვამ.“
✅„გამარჯვება უდარდელობას იწვევს.“
ერიხ მარია რემარკი – „ტრიუმფალური თაღი“