fbpx

„ადამიანები როცა ვკარგავთ ერთმანეთს მაშინ ვხვდებით შეცდომებს “- ალექსანდრე შურღაია

ავტორი Ann
1.6K ნახვა

„ისე ხდება ხოლმე, ადამიანები როცა ვკარგავთ ერთმანეთს მაშინ ვხვდებით შეცდომებს, დანაშაულს, არასწორ ნაბიჯს, არ პატიებას, უკანდაუხევლობას, სიამაყეს. მაგრამ აქ უკვე იმდენად გვიანაა ყველაფერი ერთი სურვილის ქონაც: “დროს უკან დავაბრუნებდი” ვერაფერს შეცვლის, უფრო სწორად არც უნდა შეცვალოს, რადგან ასე გინდოდა და გააკეთე ე.ი პასუხიც უნდა აგო.

ეს ერთი შეხედვით და ორი მოსმენით ყველამ ვიცით, მაგრამ თითქმის არავინ არ ვხელმძღვანელობთ ამ მასალით. დათმობა, პატიება, მიტევება, ერთმანეთის აზრის მოსმენა და გათვალისწინება ვერ ვისწავლეთ შინაარსიანად.
არადა რა მარტივია “მე ასე მინდას” მაგივრად “კარგი ასე იყო”-ს, “არ გავაკეთებ”-ს მაგივრად “მოდი ვცადოთ”, რა მარტივი ფორმულაა და ამოცანაში რა ძნელად ვსვამთ და შემოვლითი გზებით ვხსნით როცა ასეთი იოლი ხერხით შეიძლება პასუხის მიღება.

და მაინც, მგონია,რომ ყოველთვის არსებობს გზა და მომენტი, სადაც ადამიანი, მთელს თავის სიკეთეს და დადებითს არა თუ თავზე, არამედ სხვებზე დახარჯავს და გამოავლენს.
არც ერთი წყენა, ბოროტება, სიკეთე არ ავიწყდება გულს, იგი ბავშვივითაა, ყველაფერს იმახსოვრებს.“

ავტორი: ალექსანდრე (კოკა) შურღაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment