fbpx

„არ მისცეთ მამაკაცს ფული… ეს სტატია არის საყურადღებო“…

ავტორი ჟოლო
8.7K ნახვა

ყველაფერი ამ სამყაროში წარმოადგენს ენერგიას და მათ შორის ფულიც. კაცის ამოცანაა იფიქროს, იმოქმედოს, შექმნას ეს ენერგია, უზრუნველყოს და დაიცვას თავისი ოჯახი. ოჯახი, სადაც ქალი ახვედრებს მას კომფორტულ გარემოს, სისუფთავეს, სითბოს და სიყვარულის.

დედებო, ცოლებო, დებო, როცა თქვენ აძლევთ თქვენს საყვარელ კაცს ფულს (ენერგიას), ეწევით მის კასტრაციას. ამ საქციელით თქვენ ეწინააღმდეგებით ბუნების კანონებს – ცხოველებშიც, ფრინველებშიც ხომ „მამა“ დამცველი და შემომტანია, „დედა“- მზრუნველი და მფარველი.

ამ რამოდენომე დღის წინ, მქონდა ახლობელ ადამიანებთან საუბარი თემაზე, რატომ არის ზოგიერთი კაცი „სუსტი“.  რატომღაც ჩემმა აზრმა გამოიწვია კამათი და დღეს თემაში შევეცდები ჩამოვაყალიბო და ვთქვა – რატომ ხდებიან მამაკაცები პასიურები.

ძალიან ბევრ ქალს უდგას პრობლემა ცხოვრებაში, როცა მისი საყვარელი მამაკაცი  არ მუშაობს, არ უზრუნველყოფს ოჯახს.

ეს სტატია არის საყურადღებო:

– თუ თქვენს საყვარელ მამაკაცს, მუდმივად უჭირს გადაწყვეტილებების მიღება.

– თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი არ მუშაობს და როგორც ეტყობა, არც აპირებს გაინძრეს.

– თუ თქვენ საყვარელ მამაკაცს იდეები აქვს (ასე ვთქვათ – „იდეები აწუხებს“), მაგრამ საქმეში არასდროს გადაჰყავს.

– თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი წუწუნებს, ცდილობს პასუხისმგებლობის თქვენზე აკიდებას.

……

რატომ ხდება ასე?

ახლობლებთან საუბარშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ (რამდენადაც გასაკვირად არ უნდა მოგეჩვენოთ ან პროტესტის გრძნობა გაგიჩნდეთ)  –დამნაშავეა ამაში ქალი. ქალი პოტენციურად არის მეტად ძლიერი – გააჩნია მეტი ფსიქიკური და სასიცოცხლო ენერგიები. რაც კი ხდება, მის გვერდით არსებული მამაკაცის თავს – ქალის გავლენაა…

ზოგი ქალის გვერდით მამაკაცი მდიდრდება, ზოგის გვერდით ღარიბდება…

ზოგის გვერდით – საქმეები მისდით კარგად, ზოგის გვერდით -კარგავენ სასიცოცხლო ძალებს…

ყველაფერი, ზემოთ ჩამოთვლილი დამოკიდებულია იმაზე თუ რითი ავსებს ქალი მამაკაცს.

BLD040557

რატომ არ უნდა მისცეს  ქალმა, კაცს ფული?

ამ დროს, ქალი ენერგეტიკულად ანგრევს კაცს, რის შედეგადაც მამაკაცს უძნელდება დაიბრუნოს კაცური თვისებები. კაცი არაცნობიერად მდაბლდება და გადაიქცევა იმ პატარა ბავშვად, რომელსაც მუდმივად სჭირდება განებივრება ახალ-ახალი „სათამაშოებით“.

არასდროს არ მისცეთ საყვარელ მამაკაცს ფული! – გვაფრთხილებენ ფსიქოლოგები – არა აქვს მნიშვნელობა იქნება ის ქმარი, შვილი ან ძმა.

რა რთულ სიტუაციაშიც არ უნდა იყოს, რა მძიმე მდგომარეობაც არ უნდა ჰქონდეს – ეცადოს და ამოძვრეს სიტუაციიდან თავად. ეს გადააქცევს მას კაცად და არა ენერგეტიკულ ინვალიდად. დამერწმუნეთ, ფულადი დახმარება ქალის მხრიდან არ დასრულდება კარგად!

შვილსაც კი როგორც კი შეუსრულდება 18 წელი, ფული არ მისცეთ. მიდგეს-მოდგეს, გაინძრეს და გამოიმუშაოს. ამით ხელს შეუწყობთ გახდეს დამოუკიდებელი, ნამდვილი კაცი.  საბოლოო ჯამში. შეძლებს პასუხისმგებლობის აღებას არა მარტო საკუთარ თაზე, არამედ საყვარელ ადამიანებზეც.

და თუ თქვენ მაინც მიეცით კაცს ფული,  უნდა დაგიბრუნოთ ის სამმაგად!!!!

ამ შემთხვევაში მისცემს მას განვითარების შანსს.

დედებო, დებო და ცოლებო მოდით „გულზე ხელი დაიდეთ“  და უპასუხეთ კითხვას:

  • რას ვგრძნობ, როცა კაცს ვაძლევ ფულს?
  • რა ემოციები მეუფლება ამ დროს?
  • მსიმოვნებს თუ არა ეს?
  • მინდა თუ არა ეს გავაკეთო?

დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა თქვენთაგანი უპასუხებს უარყოფითად! რადგან, განვმეორდები და ვიტყვი, როცა ქალი მამაკაცს აძლევს თანხას, ეს არის არა ბუნებრივი მოვლენა. კაცი, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, არისდამცველი, შემომტანი, მფარველი.

როდესაც ქალი აძლევს კაცს ფულს, ქალს უჩნდება პრეტენზიები და აგრესია. ასეთი ქცევით, ზიანდება ქალური ბუნება –  და უკმაყოფილოა, წყინს და ბრაზობს თავზე. ეს კი დამანგრეველი ენერგიებია.

… არა და ყველაფერი დაიწყო პატარა, უცოდველი გადაწყვეტილებით – „შეგეცოდოს“  ან  „გადაარჩინო“ …

ახლობლებმა საუბარშიც სწორედ, ასე აღნიშნეს „გვეცოდებაო“, „სხვა გზა არ არის, შეიძლება თავს რამე უწიოსო“…

ანუ მამაკაცი როცა ხვდება, რომ მას მაინც მისცემენ, რაში სჭირდება ხელის განძრევა, თუ არ მისცემენ გადავა შემდეგ ეტაპზე: დაიწყებს მანიპულირებას, პროვოცირებას და თუ აქაც გაუვიდა… დაღუპულია კაცი და ეგ არის…

კაცის ამოცანაა: უზრუნველყოს ყოველივე აუცილებელით, დაიცვას და აავსოს ოჯახიცოლი და შვილები.

ქალის ამოცანაა: უზრუნველყოს სახლში სითბო და სიყვარული. იზრუნოს შვილებზე მანამ, სანამ გახდებიან დამოუკიდებლები და გაფრინდებიან მშობლიური ბუდიდან და ამავე დროს, არავითარ შემთხვევაში არ დაავიწყდეს საკუთარ თავზეც ზრუნვა..

თუ ჩვენებურად გვინდა ვმართოთ ბუნების კანონები, დამარცხება გარანტირებულია. ამ შემთხვევაში, სახეზეა – კაცი როგორც ენერგეტიკული ინვალიდი...

პატივისცემით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით

ქოუჩი თამარ კვარაცხელია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment