„ამ მაჩვენებლებით ნებისმიერ პროფესიაში შეიძლება წარმატებული გახდე“- წერს მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი მიშა ქირია და საქართველოში მყოფ ქართველებს შემდეგ რჩევას აძლევს.
მიშა ქირია: რომ იძახით ევროპაში რომ არის ეგეთი ხელფასები იყოს ჩვენთანო და ჩვენც ვიცხოვრებთ ევროპულადო, ანუ იგივე გადასახადებს გადავიხდით და ა.შ. გულწრფელად თქვით:
1. ხართ თუ არა მიზანდასახული
2. გაქვთ თუ არა პასუხისმგებლობის გრძნობა
3. გიყვართ თუ არა საკუთარი პროფესია
4. ხართ თუ არა შრომისმოყვარე
5. ფიქრობთ თუ არა იმდენს მაინც საკუთარ თავზე, რამდენსაც სხვისი ცხოვრების გარჩევაში ხარჯავთ
6. ევროპელი დედის პენსიით ნაყიდ სიგარეტს არ ელოდება
7. ევროპელი მამიკოს ფულით პრადოს არ იყიდის
8. ევროპელი ძვირადღირებულ მანქანას არ იყიდის, თუნდაც განვადებით, თუ მისი დანაზოგი მინიმუმ 4-5 ჯერ არ აღემატება მანქანის ღირებულებას
9. ხართ თუ არაპროფესიონალი საკუთარ პროფესიაში?
10. ევროპელი მთელი წელი არ გაიძახის უმუშევარი ვარო და მშიაო, როცა დაუმუშავებელ მიწებს მიაქვს საქართველო
11. ხარ თუ არა იმ დონეზე განათლებული, როგორც რიგითი ევროპელია?
12. რას აკეთებ იმისთვის რომ მიზანს მიაღწიო? ზიხარ ფეისბუქში და წერ, აქ რომ იყოს ისეთი ხელფასი, როგორიც ევროპაშია და ბლა ბლა ბლა…ზიხარ და ამ სტატუსს კითხულობ, მაშინ როცა გშია, გცივა და გწყურია, ადექი და გაანძრიე ჯერ ტვინი მერე ხელი…
მშრომელი ადამიანი უყვარს ყველას და შრომა არასდროს იკარგება. ერთ-ერთ ახალ წელს მილანში, მარტო შევხვდი სახლში და დღე მოხარშულ მაკარონს ვჭამდი, მივხვდი რომ ასე არ შეიძლებოდა და ვეცადე რაღაცეები შემეცვალა, მეც შემეძლო დავბრუნებულიყავი საქართველოში და დავლოდებოდი ფეისბუქში როდის გახდებოდა ხელფასები ევროპული დონის, მერჩია სხვისი შემოსავალი, სხვისი ჩაცმა-დახურვა, სხვისით მეცხოვრა, თუ რამის გაკეთება გინდა ადექი და დაფიქრდი რა ჯობია შენთვის და შენი რესურსით, განათლებით რისი მიღწევა შეგიძლია.
და კიდევ ბანალური ფრაზა, იქიდან ადვილი ჩანს, აქ ჩამოდი და აქ ნახე რა სიტუაციააო ნუ დაწერთ, მე აქ არ დავბადებულვარ, 25 წლამდე ვცხოვრობდი საქართველოში და ძალიან ხშირად ჩავდივარ, აქაც ნუ გგონიათ რომ ხიდან ცვივა ფული, აქაც თუ არ იწვალე, თუ არ იშრომე არაფერი გამოგივა, მაგრამ მთელი უბედურება ის არის რომ ბევრი ქართველი ვიცი ვინც აქაც, თავისიანების ხარჯზე ცხოვრობს, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ მუშაობაში და უსაქმური ფეისბუქზე პოსტავს რომ ეს არ მოსწონს ის არ მოსწონს.
ნუ მოიყვანთ ნურავის მაგალითად, თქვენ ხართ ინდივიდი, საკუთარი წარსულით, განათლებით და შესაძლებლობებით, ასე რომ თქვენ ვერ გექნებათ ჰოლანდიელი ექიმის ხელფასი სანამ სათანადო გამოცდილებას, შრომისმოყვარეობას, ინტელექტს და მიზანდასახულობას არ გამოავლენთ.
ვისაც წაკითხულის შინაარსიდან აზრის გამოტანა არ შეუძლია კომენტარები
ეკრძალება.
მხოლოდ დაბლა მოცემული რამდენიმე სიტყვით შეიძლებოდა ამ სტატუსის დაწერა.
შრომა
მიზანდასახულობა
პროფესიონალიზმი
პააუხისმგებლობის გრძნობა
საკუთარი შესაძლებლობების სწორი შეფასება
ამ მაჩვენებლებით ნებისმიერ პროფესიაში შეიძლება წარმატებული გახდე
პ.ს.
მუშაობა არ არის სამარცხვინო, მთავარია რასაც აკეთებ გულით აკეთო და იყო პროფესიონალი.