fbpx

არასოდეს არის გვიან – ამაში ამ 10 ადამიანის ისტორია დაგარწმუნებთ

ავტორი ჟოლო
3K ნახვა

ჩვენ ხშირად გვესმის ფრაზები: “აი, ახლა რომ ვიყო 20 წლის…”,  ან: “ჩემი შანსი უკვე ხელიდან გავუშვი, უკვე ახალ საქმეზე ფიქრს აზრი არა აქვს…” ან: “ახლა ახალგაზრდების დროა, ჩვენი დრო გავიდა…”, თუმცაღა, წარმატება ყველასთან უცებ არ მოდის, ამისთვის მრავალი მაგალითი არსებობს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

 1. რეი კროკი, McDonald’s-ის დამფუძნებელი
rei.krok

52 წლამდე ქაღალდის ჭიქებს ყიდდა
“1954 წელს 52 წლის ვიყავი. დიაბეტით და ართრიტით ვიყავი დაავადებული. ამოჭრილი მქონდა ნაღვლის ბუშტი და ფარისებური ჯირკვლის უმეტესი ნაწილი. მაგრამ მჯეროდა მომავლის”, — ასე იხსენებს რეი კროკი იმ საბედისწერო მომენტს, როცა ძმები მაკდონალდები გაიცნო.

ჯანმრთელობასთან ერთად მას სმენის პრობლემებიც ჰქონდა და სიმდიდრითაც არ გამოირჩეოდა. კროკი ბიზნესმენი იყო, მაგრამ მისი ბიზნეს წამოწყებები მუდმივად კრახით მთავრდებოდა. როდესაც 1954 წელს “მაკდონალდსის” გავრცელების ლიცენზიისთვის მას 15 ათასი დოლარი დასჭირდა, ყველა ბანკმა მას სესხზე უარი განუცხადა.

მას მოუწია სახლის და დაზღვევის ჩადება, რის შემდეგაც მან კიდევ 30 წელი იცოცხლა და 600 მილიონი დოლარი იშოვა.


Johnny Miller as Colonel Sanders 2. ჰარლანდ დევიდ სანდერსი (პოლკოვნიკი სანდერსი), KFC

 40 წლის ასაკში მისი ბენზინგასამართი სადგურისთვის შემწვარი ქათმის მომზადება ისწავლა

 “მე მიმაჩნია, რომ შემწვარი წიწილა — ეს არის კერძი, რომელიც ამერიკულ   სტუმართმოყვარეობას გამოხატავს და ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ზის მაგიდასთან — მეფე, მაღალი თანამდებობის პირი ან უბრალო ადამიანი. რადგან შენთან მოვიდა სტუმარი, შენი საქმეა იგი გემრიელად გამოკვებო”, — ასე ამბობს ხარლანდ სანდერსი.

joan3. ჯოან როულინგი, “ჰარი პოტერის” ავტორი
31 წლამდე იყო მარტოხელა-დედა, რომელიც სოციალურ დახმარებაზე ცხოვრობდა

რომანის იდეა 1990 წელს გაუჩნდა, მომდევნო 7 წლის განმავლობაში მან დაკარგა სამსახური და გაშორდა მეუღლეს, ცხოვრობდა სიღატაკეში, სანამ 1997 წელს თავისი სერიის პირველი რომანი არ გამოაქვეყნა. ახლა იგი ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი ავტორია და 5 წლის განმავლობაში გაიარა გზა სიღატაკიდან — მულტიმილიონრამდე.

zara4. ამანსიო ორტერა, Zara-ს მფლობელი

37 წლამდე მაღაზიაში დამხმარედ მუშაობდა

ამანსიომ საშუალო სკოლის დამთავრებაც კი ვერ შესძლო და 13 წლიდან პერანგების მაღაზიაში კურიერად დაიწყო მუშაობა. 37 წლის ასაკში ამანსიომ ტრიკოტაჟის ფაბრიკა გახსნა.
თავდაპირველად ამანსიო მეუღლესთან ერთად ხალათებს, ღამის პერანგებს და ქალების თეთრეულს საკუთარი სახლის სასტუმრო ოთახში კერავდნენ. ერთხელ დამკვეთმა თეთრეულის დიდ პარტიის შეკვეთაზე უარი განაცხადა  და მეუღლეებმა ბიზნესის გადარჩენის მიზნით

გადაწყვიტეს თეთრეული დამოუკიდებლად გაეყიდათ. ასე 1975 წელს გამოჩნდა მაღაზია Zorba, მაშინ ამანსიო 40 წლის იყო. ხოლო 2012 წელს Bloomberg-ის სააგენტომ ორტეგა ევროპაში უმდიდრეს ადამიანად აღიარა-მისი ჰოლდინგი შემდეგი ტექსტილის ბრენდებს ფლობს: Zara, Massimo Dutti, Oysho, Bershka, Pull & Bear, Zara Home, Stradivarius.

ford

5. ჰარისონ ფორდი, მსახიობი და პროდიუსერი
30 წლამდე ხუროდ მუშაობდა

1968 წელს ჰარისონ ფორდი ფილმში Zabriskie Point-ში გადაიღეს, მაგრამ ყველა სცენა მისი მონაწილეობით ამოჭრეს. ამის შემდეგ მან სამსახიობო კარიერის მიტოვებაც განიზრახა და გახდა ხურო, სანამ შემთხვევით მას ჯორჯ ლუკასი არ შეხვდა და ფილმში American Graffiti-ში გადაღება შესთავაზა. ჰარისონ ფორდი იმ დროს 30 წლის იყო.

Mary Kay Ash, president of Mary Kay Cosmetics, is seen in her Dallas, Tex., office in Jan. 1982. (AP Photo)

6. მერი ქეი ეში — Mary Kay-ს დამფუძნებელი
45 წლამდე მუშაობდა სავაჭრო აგენტათ

მერი ქეი 25 წლის განმავლობაში მუშაობდა სავაჭრო აგენტათ, მაგრამ სამსახურეობრივად არ დააწინაურეს. 45 წლის ასაკში იგი სამსახურიდან დაეთხოვა და გადაწყვიტა დაეწერა წიგნი ქალებსა და ბიზნესზე. წიგნის წერის პროცესში წიგნი მისი იდეალური კომპანიის ბიზნეს-გეგმად გადაიქცა, ასე მან გადაწყვიტა გაეყიდა სახის კანის მოვლის საშუალებები. 

1963 წელს მერი ქეიმ მეუღლესთან ერთად საწყისი კაპიტალი 5000 დოლარით კომპანია Mary Kay Cosmetics-ი დააფუძნა.
“მე მინდოდა შემექმნა კომპანია, რომელიც ყოველ ქალბატონს, ვისაც ოჯახი ყავს და ბავშვებს ზრდის,  თავად განესაზღვრათ საკუთარი კარიერა”, — ამბობს მერი.

genri

7.ჰენრი ფორდი, Ford Motor Company-ის შემქმნელი
საკუთარი კომპანია 40 წლის ასაკში დააფუძნა
ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, ყმაწვილობაში სახლიდან გაიქცა და დეტროიტში სამუშაოდ წავიდა. 36 წლამდე ედისონის კომპანიაში ინჟინერ-მექანიკოსად მუშაობდა. პირველი ავტომობილი 30 წლის ასაკში ააწყო, ხოლო საკუთარი კომპანია 10 წლის შემდეგ დააფუძნა.
კომპანიას განსაკუთრებული წარმატება 1908 წელს მოდელი Ford T-ს გამოშვებამ მოუტანა, მაშინ ჰენრი ფორდი უკვე 45 წლის იყო.

8. შელდონ ადელსონი, Las Vegas Sands-ის დამფუძნებელი
30 წლამდე მინების საწმენდ ხსნარს ყიდდა
Sheldon
სკოლა 12 წლის ასაკში მიატოვა, რის მერეც რას არ აკეთებდა: ყიდდა გაზეთებს, საპონს, შამპუნს და ხელსახოცებს სასტუმროში, ძმასთან ერთად კომპანია De-Ice-It დააფუძნა, რომელიც ავტომობილების ანტიფრიზს ყიდდა, მუშაობდა იპოთეკურ ბროკერად. შელდონის მამას შვილის საქმიანობის ფართო სპექტრის გამო თმები ყალზე უდგებოდა. 
“შელდონ, — ეუბნებოდა ის თავის შვილს, შენ ცხენის ფუნასავით ყველგან ხარ!”.

პირველად შელდონმა ლას-ვეგასში კომპიუტერული გამოფენა მოაწყო, ხოლო 1988 წელს კორპორაცია Las Vegas Sands-ი-მსოფლიოში უმსხვილესი კაზინო დააფუძნა. მაშინ ის უკვე 55 წლის იყო.

bocheli

9.ანდრეა ბოჩელი, მომღერალი
33 წლამდე ბარებში ფორტეპიანოზე უკრავდა

12 წლის ასაკში სრულიად დაბრმავდა, მთელი ცხოვრება საოპერო მომღერლობას ოცნებოდა. ამისთვის ის ტურინში გაემგზავრა, სადაც ვოკალში ცნობილ ტენორთან ემზადებოდა, საღამოობით ფული რომ ეშოვა ბარებში უკრავდა.
1992 წელს ანდრეასი იტალიელ როკ-ვარსკვლავთან ძუკეროსთან მოსმენებს წარმატებულად გადის. რის შემდეგაც დემოჩანაწერი ლუჩანო პავაროტისთან ხდება და ანდრეას კარიერაში იწყება აღმასვლა. ახლა იგი საოპერო მუსიკის ცნობილი შემსრულებელი და პოპულარიზატორია.

 10eng.li. ენგ ლი, რეჟისორი
 36 წლამდე იყო უმუშევარი

 ენგ ლი აშშ-ში კინოწარმოებას სწავლობდა და რამდენიმე   წარმატებული სტუდენტური ფილმიც გადაიღო. მაგრამ ამის იქით   საქმე არ მიდიოდა და 6 წელი უმუშევარი იყო. მხოლოდ 1990 წელს (ლი მაშინ უკვე 36 წლის იყო) მისმა სცენარმა კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც მისი სარეჟისორო კარიერა დაიწყო. 
 ახლა მას მთელი მსოფლიო იცნობს, მისი გადაღებულია   ფილმები: Crouching Tiger, Hidden Dragon, Hulk, Brokeback Mountain და   Life of Pi.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment