„არასოდეს შეგრცხვეს, იყო ის, ვინც ხარ!
შენ სრულიად ორიგინალური, უნიკალური ქმნილება ხარ! არავინ დადის ისე, როგორ შენ. არავინ მღერის ისე, როგორც შენ, არ ცეკვავს, არ თამაშობს პარკში შენსავით.
შენ გაქვს უფლება შენს ფიქრებზე და გაქვს უფლება შენს გრძნობებზე, საკუთარ სურვილებზე და მისწრაფებებზე. შენ გაქვს უფლება შენს სიხარულზე და მწუხარებაზე. შენ გაქვს უფლება შენს თანხმობაზე და უარზე, უფლება, ილაპარაკო სიმართლე, იარო შენი გზით და ეს იზეიმო.
შენ გაქვს უფლება ყველაფრის გაფუჭების, უწესრიგობის, შეცდომის, აღდგენის მცდელობის და შეცდომების გამეორების.
სხვებს აქვთ უფლება, გაგინაწყენდნენ, არ დაგეთანხმონ, იგრძნონ ეჭვი ან თუნდაც ბრაზი შენს მიმართ, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება, შერცხვეთ შენს გამო ან დაგსაჯონ იმისათვის, რომ შენ ხარ ის, ვინც ხარ. იცოდე, რომ მათ სასტიკ ქცევაში არაფერია პირადული – ეს მხოლოდ მათი საკუთარი ტკივილია, მათი საკუთარი არარეალიზებული პოტენციალი, რომელსაც არ ან ვერ ეხებიან. ისინი გამდაბლებენ, რადგან შინაგანად მკვდრები არიან, შენ კი ასეთი ცოცხალი და ასე ახლო ხარ ბედნიერებასთან.
იცოდე, რომ შენი სხეული იდეალურია, მის ნაკლთან ერთად. თითოეული ლაქა, ხალი, ხაზი, ნაწიბური და თმის ღერიც იდეალურადაა განლაგებული შენს სხეულზე, კანის თითოეული ნაოჭი წმინდაა და თითოეული დეფორმაციაც არ წარმოადგენს დეფორმაციას სიყვარულის თვალსაზრისით.
უდიდესი ძალაა იმაში, რომ იყო ის, ვინც ხარ, ისუნთქო ისე, როგორც სუნთქავ, იმოძრაო საკუთარი ტემპით, იგრძნო ისე, როგორც გრძნობ შენ.
შენს სიმღერაშია ძალა, და შენს დუმილშიც არის ძალა. არასოდეს დაკარგო კავშირი ამ ძალასთან – მაშინაც კი, თუ სამყარო გამდაბლებს და გაიძულებს, მასზე უარი თქვა! არასოდეს შეგრცხვეს შენი ძალის!
შენ არ უნდა იყოს ამ სამყაროს მონა. შიშის ხმა ძალიან ძლიერია, მაგრამ ყოფნის ძალა უფრო ძლიერი.
ენდე საკუთარ თავს. და როდესაც არ შეგიძლია, თავს ენდო, იცოდე, რომ შეგიძლია ენდო შენს ეჭვებსაც.
იყავი უფრო ახლოს საკუთარ თავთან. და უსმინე ჩემს ხმას ყოველთვის, როდესაც საკუთარი თავის შეგრცხვება.
მე ყოველთის შენთან ვარ – უფრო ახლოს, ვიდრე სუნთქვა.
მე შენი საკუთარი ხმა ვარ, საკუთარი თავის სიყვარულის ხმა. ხმა, რომელიც ყოველი თქვენგანის ზეიმია და გახსენებთ, რომ გაქვთ არსებობის უფლება, რომ თქვენ იდეალურები ხართ ისეთი, როგორიც ხართ, რომ თქვენ უყვარხართ ყოველ და ყველანაირ მომენტში.
ჩემი ხმა არასოდეს დაგტოვებს, მაშინაც კი, როდესაც ძალიან ბებერი ხარ, რადგან შიგნით შენ ყოველთვის ძვირფასი ბავშვი იქნები“
/ავტორი – ჯეფ ფოსტერი, თარგმანი – ეთერ ფილიპოვიჩი/