ამ გურულ ბიჭზე უკვე BBC-იც ლაპარაკობს და გადაცემას უძღვნის. გადაცემაში სტუმრობა კი მის მიერ ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანიის „Savse“ წარმატებამ განაპირობა.
კომპანიის დაარსების იდეა ახალგაზრდა ბიზნესმენს 3 წლის წინ გაუჩნდა და ნატურალური წვენების წარმოება გადაწყვიტა. ნატურალური წვენს კი როგორც BBC-ს გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა დედის რეცეპტით ამზადებს.
გუკა თავბერიძე: „დედას, ორსულობის დროს რკინის ნაკლებობა აღმოაჩნდა. ექიმმა კი მას ისპანახისა და ვაშლის წვენის მიღება ურჩია. ისპანახის გემო რომ არ ეგრძნო, დედამ წვენს სხვადასხვა ხილი შეურია, რის შედეგადაც უგემრიელესი და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სასმელი მიიღო, რომელიც მთელი ოჯახის საყვარელ სასმელად იქცა.“
მთელი ოჯახის საყვარელი სასმელი მალე დიდმა ბრიტანეთმაც დააგემოვნა და „Savse“ ერთ-ერთ პოპულარულ ბრენდად იქცა. ბიზნესმა გუკა თავბერიძეს მოკლე ხანში საკმაოდ დიდი მოგება მოუტანა. „Savse“-ს ბრუნვა, ბოლო სამ წელიწადში 13 მილიონ დოლარს აღემატება. გასული ერთი წლის განმავლობაში კი კომპანიის გაყიდვები 600%-ით გაიზარდა.
28 წლის ქართველი ბიზნესმენი წარმოშობით ჩოხატაურიდან არის. მისი ოჯახის წევრები დღესაც ჩოხატაურში ცხოვრობენ.
https://www.youtube.com/watch?v=2V7P7q5O7zc