მაინდფულნესი (ცნობიერი ყურადღება) არის მეთოდი, რომლის მთავარი არსიც ადამიანის გონების მოცემულ მომენტში დაბრუნება და მისი აწმყოზე კონცენტრირებაა, რაც ამავდროულად საკუთარი ფიქრების, ემოციების და შეგრძნებების ყოველგვარი კრიტიკის და შეფასების გარეშე, რეალურ დროში აღქმას გულისხმობს.
მაინდფულნესი ადამიანის თანდაყოლილი უნარია. ამ უნარს თითოეული ჩვენგანი ვატარებთ, ის შინაგანი რესურსია. მთავარია ვისწავლოთ მისი წვდომა და განვავითაროთ. მივმარმართოთ ცნობისმოყვარეობა ჩვენი აზრების, ემოციების და სხეულებრივი შეგრძნებების შესასწავლად, გამოსაკვლევად. ეს პროცესი ზრდის აღმოჩენებს წამიდან წამამდე, დღიდან დღემდე. მაინდფულნესის პრაქტიკის მთავარი ელემენტია გაცნობიერებული ყურადღების შენარჩუნება მომენტიდან მომენტამდე. იმ ფიქრებთან, გრძნობებთან, სხეულებრივ შეგრძნებებთან და გარემოსთან დარჩენა, რომელიც ხელშესახებია აქ და ახლა.
მაინდფულნესის კულტივაცია შესაძლებელია მედიტაციის ტექნიკების – ჯდომის, სიარულის, დგომის, მაინდფულ იოგის და მოძრაობის საშუალებით. მედიტაციების და იოგის ყოველდღიურობაში ინტეგრირება ზრდის ჩვენს ყოფნას აქ და ახლა (რეალურ სივრცესა და დროში).
მაინდფულნესის ყოველდღურობაში გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს და ზრდის პროდუქტიულობას. ასევე, ვიწყებთ თანადგომის და, სიკეთის გამოვლენას, როგორც საკუთარი თავის ისე სხვების მიმართ, რაც დადებითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ თუ ფსიქიკურ კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე.- წყარო: Happy Mind
ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ “აწმყოში ყოფნის ხელოვნებას” დაეუფლოთ,
მაინდფულნესის დღიური თქვენთვისაა.
მაინდფულნესის სარგებელი:
– სტრესის დონის და შფოთვის შემცირება;
– ემოციების მართვა;
– იმუნური სისტემის გაუმჯობესება;
– შინაგანი ბალანსის მიღწევა;
– თვითზრუნვის უნარების გაუმჯოსებება;
– ურთიერთობების დარეგულირება.
– საკუთარი თავისა და სხვების განსჯისა და კრიტიკის გარეშე ცხოვრება.
– სხეულის მოსმენა
📔 მაინდფულნესის დღიური მოიცავს: 21 პრაქტიკულ სავარჯიშოს, 21 აუდიო გაკვეთილს და მედიტაციას (რომლებზეც წვდომა გექნებათ დღიურში მოცემული QR კოდის საშუალებით)
დარეგისტრირდი https://shorturl.at/hpIN4
jolo.ge-ის და ნენე ლელაშვილის ერთობლივი პროექტი