fbpx

დაიწყე დღე შეკითხვით: “რაში გავხდი უკეთესი გუშინ და რაში მსურს გავხდე დღეს?

ავტორი ჟოლო
325 ნახვა

”მთავარია შეკრა ძლიერი გუნდი და შემდეგ ერთი დღე შეცვლის ყველაფერს!”- ჯორდან ბელფორტი

”ასეულები ისმენენ – ერთეულებს ესმით.”

”შეიძლება სხვისი ბრალი იყოს, მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც შენია.”

”საწყენია, როდესაც ადამიანები თავად უკრძალავენ საკუთარ თავს ბედნიერებას და სასიცოცხლო ძალებს ხარჯავენ ემოციებზე, რომლებითაც გამოგონილ არგუმენტებს იცავენ იმის შესახებ, თუ რატომ არ შეუძლიათ ან არ აქვთ ის, რაც უნდათ რომ ჰქონდეთ.”

”დაიწყე დღე შეკითხვით: “რაში გავხდი უკეთესი გუშინ და რაში მსურს გავხდე დღეს?” – ეს შესანიშნავი პრაქტიკაა.

არსებობს წარუმატებლობისა და წარმატების მახე.

წარუმატებლობის მახეა – როდესაც ადამიანი იკეტება საკუთარ ნაჭუჭში და შიშისა და ეჭვის პრიზმიდან უყურებს ყველაფერს.

წარმატების მახეა – როდესაც ადამიანი, პირველი შედეგის შემდეგ სიამაყის გვირგვინს იდგამს და თვითკმაყოფილების მოდუნებას მიეცემა.

წყარო: გიორგი თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment