fbpx

არ წაიქცეთ და არ ჩაიძიროთ, ადექით ფეხზე

ავტორი ჟოლო
1,185 ნახვა

ღმერთის კი არა, ჯერ ადამიანების გაიგეთ.

ადამიანებში დაინახეთ ღმერთი. თუ ღმერთს ადამიანებში ვერ ხედავთ, თქვენ ღმერთის ვერა გაგიგიათ, მე და ჩემმა ღმერთმა!

რა ვქნა, მე ბრიყვსა და ცოდვილს არ მაქვს ღმერთის პირდაპირ დანახვის უნარი, ამიტომ ღმერთი ჩემთან – ჩემი მეგობრების მეშვეობით მოდის და სიყვარულით მასწავლის. თუ ჩემში რაიმე ღვთიური არსებობს, ეს ჩემი მეგობრების დამსახურებაა, რადგან მათგან ვისწავლე სიყვარული – სიყვარულის გაცემა.

ერთი ჩემი გერმანელი მასწავლებლის სიტყვებს შეგახსენებთ:

„რასაც ჩემში ხედავთ – ჩემი კი არა, თქვენია;

ჩემი ის არის – რასაც მე ვხედავ თქვენში“

მინდა გითხრათ, რომ როცა გიჭირთ – არაფრის დიდებით არ უნდა წაიქცეთ. რადგან როცა იქცევით და იძირებით, ყველა…

დავასრულო???

ამისგან თავის არიდების ერთადერთი გზაა – არ წაიქცეთ და არ ჩაიძიროთ. ასე რომ, გეყოთ ჩამუხვლა ჩემო მეგობრებო. ადექით ფეხზე.

ადექით და გზა გააგრძელეთ!

პრინცი ლემონი ამბობს: „ღმერთო, მეგობრებისგან დამიცავი, მტრებს როგორმე თავად გავუმკლავდები“.

შეგახსენებთ სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე „ცუდ“ კანონს:

* როცა იცინით, სამყარო თქვენთან ერთად იცინის.

* როცა ტირით – მარტო ტირით.

ამიტომ ნუ გიკვირთ, თუ თქვენს ახლობლებს თქვენთან ერთად ტირილი არ უნდათ. ასე რომ, მოიწმინდეთ ცრემლები და გადადით სიცილზე.

”ადამიანის ყველა საქციელი განპირობებულია ან სიყვარულით ან უსიყვარულობით!” ინდური ანდაზა

ბოროტმა ადამიანმა რაც არ უნდა ოსტატურად ითამაშოს კეთილი ადამიანის როლი, თვალებიდან მაინც უჟონავს სიძულვილი და ზიზღი.

არა და ბოროტება – საკუთარ თავში თვითგანადგურების კოდის ჩართვაა.

”გადააქციეთ თქვენი შხამები – თაფლად” ოშო

სანამ ღმერთს დაინახავთ, მანამდე ადამიანები დაინახეთ – თქვენს ახლოს მყოფი ადამიანები.

სანსკრიტში არსებობს ცნება „ვირატა“, რაც ნიშნავს თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების კულტს (ინდოელ ბრაჰმანებში ეს ითვლება უდიდეს კულტად).

ადამიანები, ცოცხალი ადამიანები – აი თქვენი ღმერთი და ღმერთები.

თუ თქვენ ადამიანებს ვერ ხედავთ, ღმერთს როგორ დაინახავთ?

წყარო: რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment