fbpx

„გეშინოდეს და გიხაროდეს“ …

ავტორი ჟოლო
501 ნახვა

უყურებ და ვერ ხედავ.
გესმის და ვერ იგებ.
საუბრობ ამაოდ.
ფიქრობ ფუჭად.

დაინახე რაც მოგეცა.
დააფასე რაც გაქვს.
გეშინოდეს და გიხაროდეს.

გაიაზრე რასაც ცხოვრება გასწავლის.
გაიაზრე როგორ ცხოვრობდი და როგორ ცხოვრობ.
გეშინოდეს და გიხაროდეს.

დაფიქრდი და ისე თქვი რასაც ამბობ.
შენი ნაფიქრით და ნათქვამით იკვებება შენი სხეული.
შენი ფიქრები განაგებს შენს მომავალს.
გეშინოდეს და გიხაროდეს.

გაიხსენე წარსული, რა გტკენდა გულს.
ფრთხილად იყავი, არ განმეორდეს იგივე.
გეშინოდეს და გიხაროდეს.

რა ღირებულებებით ცხოვრობ და ვინ ხარ შენ.
ვინ იქნები, სად იქნები მომავალში.
გეშინოდეს და გიხაროდეს.

როცა ხარ მაძღარი, უნდა გაიხსენო მშიერი რომ იყავი.
გეშინოდეს და გიხაროდეს.

დააკვირდი ცუდ ადამიანებს და ისწავლე, როგორ არ უნდა მოიქცე. არ დაემსგავსოთ მათ.
გეშინოდეს და გიხაროდეს.

რასაც სხვაზე გაიფიქრებ, იტყვი და უსურვებ, აუცილებლად მოგეწევა.
გეშინოდეს.

გიორგი ჯაჯანიძე

 Francis Prymerski

მსგავსი სტატიები

Leave a Comment