fbpx

მომართეთ საკუთარი თავი წარმატებაზე

ავტორი ნინო გონგაძე
450 ნახვა

ალბათ ხშირად დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რას მიაღწიეთ ცხოვრებაში, რა ტემპით მიიწევთ წინ, როგორ ცხოვრობდით წარსულში ან რისი მიღწევა გსურთ მომავალში. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ერთი პროფესიით მოღვაწეობს, თუ რამდენიმე სფერო გამოიცვალა, მან პირველ რიგში ორიენტირება უნდა გააკეთოს საკუთარ წარმატებაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ:

– ზუსტად იცით ვინ ხართ;

– რა გამოგდით ყველაზე კარგად;

– კარგად იცით რისი გაკეთება გსურთ;

– განსაზღვრული გაქვთ როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველ მიზანს;

– იცით საით უნდა შეცვალოთ კურსი, თუკი მიხვდებით, რომ არასწორ გზას ადგახართ.

ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ თუკი თითოეულ პუნქტზე გაამახვილებთ ყურადღებას, მიხვდებით, რომ ეს ძალიან რთულია და დიდ ძალასა და ნებისყოფას მოითხოვს. წარმატებული ადამიანები გეტყვიან, რომ არსებობს წინსვლისთვის რამდენიმე მიზეზი; ნიჭი, კომუნიკაბელურობა, იღბალი და საკუთარ თავზე ორიენტირება. ეს უკანასკნელი გულისხმობს საკუთარი შესაძლებლობების, მიზნების გაცნობიერებას და სამომავლო, ნათელი გეგმის დასახვას.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment