fbpx

„ფული (სიმდიდრე) ზომაში ზრდის იმას, რაც ადამიანშია“

ავტორი ჟოლო
914 ნახვა

სულ ვიმეორებ, ფული ზრდის ზომაში იმას, რაც უკვე არის.
ანუ მდიდრები არ არიან ცუდები, ბოროტები. ეს არის მითი.
ამიტომ არ დაიჯეროთ.

არსებობენ:

* ბოროტი მდიდრები და ბოროტი ღარიბები;
* კეთილი მდიდრები და კეთილი ღარიბები;
* ბრძენი მდიდრები და ბრძენი ღარიბები;
* ბრიყვი მდიდრები და ბრიყვი ღარიბები.

მოკლედ, ფული (სიმდიდრე) ზომაში ზრდის იმას, რაც ადამიანშია.
და ეს არ ეხება მხოლოდ სიმდიდრეს. ეს ეხება სიღარიბესაც, გაჭირვებას.
მინახავს გაჭირვებისგან გაბოროტებული ადამიანი და ასევე გაჭირვებისგან გაღიმებული ადამიანი.

აი საღამოს რომ დაჯდება ზურაბ ქაფიანიძის გმირივით საკუთარ ვახშამს შვილებს გაუნაწილებს და თვითონ მშიერ კუჭზე ღიმილით ფანდურს დაუკრავს.
იყავით მზე და ანათეთ და არ აქვს მნიშვნელობა თქვენს საფულეში (ჯიბეში) არცერთი თეთრი არ არის თუ თქვენს საბანკო ანგარიშზე რამდენიმე მილიონი დოლარია.
იყავი მზე – მეგობარო!

რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment