fbpx

ბიზნეს-ტრენერის ჟულიენ სმიტის რჩევები ახალგაზრდებს

ავტორი ჟოლო
676 ნახვა

ამერიკელმა ბიზნეს-ტრენერმა ჟულიენ სმიტმა მოახდინა 10 უბრალო და ღირებული რჩევის ფორმულირება ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს წარმატებით შეეჭიდოს უფროსების ცხოვრებას.

1. სამყარო ცდილობს დაგტოვოს სულელად. დაწყებული ბანკის პროცენტითა და გადასახადებით, დამთავრებული უაზრო საქმიანობით. გაუნათლებელი ადამიანებისაგან ფულის გამოძალვა და მათი მართვა ყველაზე მარტივ საქმეს წარმოადგენს, ასე რომ შეეცადეთ იმუშაოთ საკუთარ თავზე და თვითგანათლებაზე, იმისათვის რომ იყოთ შეძლებული, დამოუკიდებელი და ბედნიერი.

2. ნუ ენდობით ბრმად საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, სანამ ისინი ამზადებენ სასწავლო გეგმას, სისტემა ძველდება ზოგჯერ კი ასწრებს ნგრევასაც კი. უმჯობესია სწავლა და ფულის გამომუშავება ლიდერობის გზით და არა მიბაძვით.

3. იკითხეთ იმდენი, რამდენსაც შეძლებთ, დაუფლეთ სწრაფი კითხვის ტექნიკას და მაღალი დონის დამახსოვრების უნარს.

4. ნუ დახარჯავ დროს თავმდაბლობაზე, თავმდაბლობა – ეს არის რწმენა, იმისა რომ თქვენი ემოციები შეიძლება იყოს თქვენი განმსჯელი თქვენივე გადაწყვეტილელების მიღებაში.

5. შეეცადეთ მუდამ იურთიერთოთ ყველასთან, გახდით ურთიერთობის გურუ, ისწავლეთ ადამიანში იმის პოვნა, რაც მასში მოგწონთ.

6. თუ თქვენთვის რაიმე არაკომფორტულია ურთიერთობაში ვინმესთან, სწორედ ამისგან განთავისუფლდებით მათთან ურთიერთობის გაწყვეტით.

7. შეეცადეთ ურთიერთობა დაიჭიროთ ხშირად იმ ადამიანებთან, ვინც თქვენზე უფროსია, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი გადაწყვეტილების მიღებისას თქვენი აზრი თვენივე ასაკის ადამიანებისაგან დიდად არ განსხვავდება, უფროსებმა კი იციან რასაც თვენ მოგვიანებით გაიგებთ – ამიტომაც ღირს დაეკითხოთ უფროსებს.

8. ეძიეთ ადამიანები რომლებიც თქვენზე უკეთესები არიან (იმ საქმეში რომელიც თქვენ გაინტერესებთ) და გაატარეთ მათთან დრო, ეს თავის თავად აუცილებელია, თუმცა ნუ იქნებით თავშეკავებული, შეეცადეთ გახდეთ საუკეთესო თქვენ წრეში.

9. ისწავლეთ საკუთარი სამუშაო დღის პროექტირება, ეს ავითარებს ლოგიკას, მახსოვრობასა და წარმოსახვის უნარს.

10. ნუ შეეცდებით ადამიანების გამოსწორებას, იმეგობრეთ მათთან ვინც უკვე არ არის – გაფუჭებული.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment