fbpx

„დამერწმუნეთ, ოქრო ხართ“ – თამარ კვარაცხელია დაბალი თვითშეფასების ამაღლებაზე

ავტორი ჟოლო
598 ნახვა

 „რა არის ეს „ოქრო“?  პოტენციალი, ტალანტი და მისწრაფება. სწორედ ის,  „დაკონსერვებული“ მარცვალი უნდა ამოიღოთ  და გააღვივოთ“… 
– ამბობს ქოუჩი თამარ კვარაცხელია და ადამიანის პოტენციალსა და  თვითშეფასების უნარზე გვესაუბრება.  

 

 

როცა ქმედება მოსაწონია, ხუმრობით და სიყვარულით ვამბობთ: „ოქრო, ხარ ოქრო“… აბსოლუტურად ვეთანხმები. თითოეული პიროვნება, უზარმაზარი პოტენციალის მატარებელია. ხაზი მინდა გავუსვა, თითოეული

ადამიანებს უჭირთ გააჩნდეთ ჯანსაღი და პოზიტიური დამოკიდებულება, არა თუ სხვების მიმართ, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. (რატომღაც, დღევანდელ თემაში მიწევს ყველაფრის ხაზგასმა, რადგან ვთვლი რომ ეს მნიშვნელოვანია).

მილიონობით ადამიანი ცხოვრობს დაბალი თვითშეფასებით, რადგან ვერ ამჩნევენ და არ აფასებენ იმას, რაც არის მათ შიგნით, რაც დამალული აქვთ შინაგანად.

ძირითადად, ჩვენ გვზრდიდნენ და გვაჩვევდნენ ბავშვობიდან, რომ განსაკუთრებულები არ ვიყავით. მუდმივად გვესმოდა: არა, არ შეიძლება, არასწორია… და მივეჩვიეთ.

ჩვენ ჩვენს თავში ვხედავთ მხოლოდ გარეგნულ უსუსურობას, „არ შემდგარ ადამიანს“ და არვიცით როგორ დავინახოთ შინაგანი ფასეულობა.

ჩვენ მივეცით, ჩვენს ტალანტს და ნამდვილ მისწრაფებებს ჩაიკეტონ და ჩაიმარხონ, ეჭვებისა და უიმედობის სქელ კედელში და ეს, ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია. უარის თქმა საკუთარ დანიშნულებაზე, ხელსაყრელი საქმის გამო, რადგან, თავს ვგრძნობთ მეტად დაცულად, მიუხედავად იმისა, მოგვწონს საქმის კეთება თუ არა. აი, რა არის ხშირ შემთხვევაში, ჩვენი არჩევანი.

ჯანსაღი თვითშფასება მდგომარეობს, არა იმაში, რომ თავი მოვაწონოთ სხვებს, ვსდიოთ ტენდენციებს. არამედ – სინამდვილეში რას წარმოვადგენთ, რა გვაქვს შიგნით.

შიგნით, კი დამერწმუნე „ოქრო ხართ“ 🙂 . უბრალოდ ამას, არავინ გეუბნებათ, თქვენ კი ვერ, ან არ ხედავთ. რა არის ეს „ოქრო“?  პოტენციალი, ტალანტი და მისწრაფება. სწორედ ის,  „დაკონსერვებული“ მარცვალი უნდა ამოიღოთ  და გააღვივოთ. 

ჯანსაღი თვითშეფასება წარმოადგენს არა იმას, რომ გაიმარჯვო კონკურენტულ ბრძოლაში ან თავი შეადარო ვინმეს, არამედ იმაში, რომ აკეთო ის რაც ძალიან , ძალიან გინდა და რაც კარგად გამოგდის. 

როდის აქვს ადამიანს სწორი, ჯანსაღი თვითშეფასება:

დასასრულს, მინდა რეალური ისტორია მოგიყვეთ ოქროს ბუდაზე.

„ბეტონისგან დამზადებული რვა ფუტიანი ბუდდას ქანდაკება იდგა ტაილანდში, ბანკოკის ცენტრში. ის, რაიმე განსაკუთრებულ  კულტურულ ღირშესანიშნაობას არ წარმოადგენდა. ხალხიც არ აღიქვამდა მას რაღაც განსაკუთრებულ, რელიგიურ ობიექტს. ტურისტები ამ ქანდაკების გარშემო როცა ისვენებდნენ, დებდნენ ცარიელ ჭიქებს. ხანაც, დებდნენ ფოტოაპარატს, რომ სურათი გადაეღოთ. ზოგიერთები კი, საერთოდ, ვერც კი ამჩნევდნენ მის არსებობას.

ერთხელ, დაახლოებით 50 წლის წინ, ბუდისტმა მოძღვარმა წაიღო ეს ქანდაკება ტაძარში. გადატანის დროს, ქანდაკება გაიბზარა და მას მოტყდა ბეტონის ნაწილი. მოძღვარმა შეამჩნია, რომ მოტეხილი ადგილიდან რაღაც ლივლივებდა. სხვების დახმარებით, მან მოაცილა ბეტონი მთლიანად და აღმოაჩინა მსოფლიოში, რაც კი ოდესმე ჩამოუსხიათ, ყველაზე დიდი  ოქრო.“

ეს ქანდაკება წარმოადგენდა ფასეულობას და ის, მთელი ამ დროის განმავლობაში იყო დაფარული.

აი ასეთი,  დამალული და არარეალიზებული პოტენციალის მაგალითი.

ყველა ჩვენთაგანი იცნობს ადამიანებს რომლებსაც აქვთ შინაგანად „ოქრო“  და დაფარული აქვთ ბეტონის საფარით -შიშის, ეჭვების, გაუბედაობის, უმოქმედობის, თავის გამართლებების… სახით.

როგორ ფიქრობთ, ვინ არიან ისინი?

თქვენ იცნობთ მათ?

გმადლობთ, რომ კითხულობთ და ხართ ჩემთან.

გისურვებთ წარმატებებს, თქვენი პოტენციალის გახსნაში. ირწმუნეთ, რომ „ოქრო ხართ, ოქრო“, რადგან ეს ნამდვილად ასეა!!!

წყარო:https://zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment