fbpx

“დღეს მოიკითხეთ! დღეს იზრუნეთ! დღეს დააფასეთ!”

ავტორი ნინო გონგაძე
610 ნახვა

რამდენჯერ გვიფიქრია, რომ არაფერი დაშავდება, თუ დღეს არ მოვიკითხავთ, არ დავრეკავთ, არ მივალთ…

რამდენი “არაუშავს”გაგვივლია გულში…

რამდენი “ერთი დღე რას მიწყიტავს”-გამხდარა მნიშვნელობა დაკარგული, გაარაფრებული…

რამდენი “ხვალ გავაკეთებ”იქცა გულისტკივილად, შეცდომად, სინანულად, მწუხარებად…

რატომ ვართ მუდმივად ხვალის იმედად, როდესაც გვაქვს დღევანდელი დღე-სრულიად რეალური, თვალხილული,ნათელი, ღვთისგან მოცემული შესაძლებლობებით?!

რამდენი შეცდომა დაგვიშვია მხოლოდ იმიტომ, რომ გვეგონა სწორად ვიქცეოდით….

რავიცით რა იქნება ხვალ?!

ხვალ შეიძლება საერთოდ არ იყოს!..

ან იქნებ ისინი არ იყვნენ ვისთვისაც დღეს ვართ საჭირო და მნიშვნელოვანი?!

დღეს მოიკითხეთ!

დღეს იზრუნეთ!

დღეს გიყვარდეთ!

დღეს დააფასეთ!

დღეს დაუთმეთ დრო!

დღეს უთხარით თუ რამის თქმა გინდათ!

დღეს გამოიყენეთ ყველა მოცემული შესაძლებლობა!..

დღეს იყავით მათ გვერდით ვინც გელოდებათ!

ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს!

ძალიან, ძალიან გვიანი!

ია ნანეიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment