არიან ქალები, ვისთანაც სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნოა. მათთან ოჯახის წევრებიც მშვიდად და კომფორტულად გრძნობენ თავს და სტუმრებიც პოზიტიური ენერგიით ივსებიან.
ქალი-დიასახლისი ენერგიით ავსებს საკუთარ კერას და ამით თვითონაც ივსება. ითვლება, რომ ის დიასახლისები, რომლებიც არ ცდილობენ სახლში ფუსფუსს, ბოლომდე ვერ ჩაწვდნენ ქალურ ბუნებას და ვერ შეიცნეს საკუთარ თავში ქალის დანიშნულება.
არის მეორე უკიდურესობაც, როცა ქალი ოჯახში დიასახლისის და ცოლის ნაცვლად, ქმრისთვის „მზრუნველ დედად“ იქცევა, – ეს არასასურველია მათი ურთიერთობისთვის. მნიშვნელოვანია ქალი დარჩეს დიასახლისიც და მოსიყვარულე ცოლიც.
რაც უფრო ჰარმონიულია ქალი, მით უფრო მეტია მასში პოზიტივი, მით უფრო მეტად ავსებს ის საკუთარ სახლს დადებითი ენერგიით, ხოლო თუ ქალს ახასიათებს კომპლექსები, უხასიათობა, მაშინ მის სახლშიც მძიმე ენერგიაა.
ამავდროულად სახლის საქმეები ხშირად დაუფასებელია, რაც ზოგჯერ „გვაბრაზებს“ კიდეც ქალებს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია იპოვოთ მოტივაცია საკუთარ თავში. აბა დაფიქრდით ვისთვის აკეთებთ ამ ყველაფერს? თუ ამას თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის აკეთებთ, მაშინ სიყვარულის ენერგია ჩააქსოვეთ ყველაფერში და მაშინ თქვენს ოჯახის წევრებს ცუდი არფერი დაემუქრებათ, არც ავადმყოფობა, არც უიღბლობა არც ავი თვალი.
სიყვარულით დაალაგეთ სახლი,
სიყვარულით მოამზადეთ საჭმელი,
სიყვარულით მიიღეთ სტუმრები.
როგორ გავხადოთ ჩვენი სახლი მყუდრო და როგორ დავასუფთაოთ სივრცე?
იმისთვის რომ სახლი სუფთა და დადებითი ენერგიით შევავსოთ, აუცილებელია დავასუფთაოთ სივრცე და მოვახდინოთ „გაჭედილი“ ენერგიის ტრანფორმაცია. იმ სახლში სადაც პატარები არიან ენერგიის ტრანსფორმაცია ავტომატურად ხდება, რადგანაც ბავშვები სულ მოძრაობენ და ხელს უწყობენ ენერგიის ცვლილებას. ხოლო იმ სახლებში სადაც ასაკოვანი ადამიანები ცხოვრობენ, ან დიდ დროს სამსახურში ატარებენ ენერგია გაჩერებულია.
სივრცის დასუფთავება
იატაკის გაწმენდის დროს წყალში ჩაყარეთ მარილი. გაწმენდა დაიწყეთ საათის ისრის მიმართულებით და გულში იმეორეთ, – “მე ჩემს ოჯახს ვაშორებ ყველა ავადმყოფობას, უიღბლობას, ნეგატივს, ცუდ განწყობას, ჩხუბს, უფულობას”… წყალს როცა გადააქცევთ მადლობა გადაუხადეთ, რომ მიაქვს ყველაფერი ცუდი თქვენი ოჯახიდან.
ამის შემდეგ შეიძინეთ ხასხასა ფერის ხილი: ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, ასევე ყვავილები, ჩააწყვეთ ვაზებში და დაალაგეთ ოთახებში. ეს ყველაფერი აკეთეთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით და ოჯახის წევრების მიმართ კეთილი სურვილებით…
ისწავლეთ ენდოთ სამყაროს და ყველაფერი საჭირო დროს და საჭირო რაოდენობით მოვა.
ასევე ოთახის ყოველ კუთხეში მიასხურეთ ნაკურთხი წყალი.
და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი, –
დაიმახსოვრეთ, მთავარი საიდუმლო, რომლის წყალობითაც ოჯახის წევრებს სახლში ყოფნა უხარიათ, არის კეთილი დედა, კეთილი ცოლი, რომელიც გულიდან წამოსული ღიმილით ეგებება ყველას.
თქვენი პოზიტიური ენერგიით შექმენით თქვენი სახლის სიმყუდროვე და აუმაღლეთ განწყობა თქვენს საყვარელ ადამიანებს, რომ დაცულები იყვნენ მაშინაც კი, როცა სახლის გარეთ აღმოჩნდებიან.
ევგენია დრონი