fbpx

“ჩემს ახლანდელ ფიქრს ერთი სახელი აქვს და მარიანა ქვია” – ნესი რობაქიძე

ავტორი ჟოლო
192 ნახვა

“ჩემს ახლანდელ ფიქრს ერთი სახელი აქვს და მარიანა ქვია” – წერს საბერძნეთში მცხოვრები ნესი რობაქიძე და ხალხს, ფერადი გოგოს, მარიანას დახმარებას სთხოვს. ვინც ნესის იცნობს, ისიც იცის, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლისთვის უბრძოლია და მისი თანადგომითა თუ ძალისხმევით სასწაულებიც მომხდარა. ნესი ამჯერად მარიანას გადარჩენისთვის იბრძვის და სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

ალბათ ყველა იცნობთ ფერად, მხიარულ მარიანას.

ის გოგონაა, რომელიც ქვიშხეთში ავტოკატასტროფისას დაშავდა.

გარდაეცვალა მეუღლე და სამი შვილი და თვითონ რაღაც ძალით გადარჩა.

მარიანა თბილისში, კლინიკა “ჯერარსის” რეამინაციულ განყოფილებაში წევს, მისი მკურნალობის დღიური ხარჯი კი 660 ლარია.ოჯახს ყველა რესურსი ამოეწურა, მარიანას მდგომარეობა კი მძიმეა.

მის სასიცოცხლოდ აუცილებელია ერთ გუნდად შევიკრათ და ჩვენც მასთან ერთად ვიბრძოლოთ.

ამ რთული პანდემიის დროს უხერხულია რამე ვითხოვოთ, ვისაც რისი საშუალებაც გექნებათ,

ყოველი თეთრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ერთმანეთით ერთმანეთისთვის…

მივცეთ ძალა მარიანას და მის ოჯახს რომ იბრძოლონ, რომ ფერადი მარიანა დაგვიბრუნდეს და შეძლოს გააგრძელოს ცხოვრება.

ანგარიშის ნომრები :

საქართველოს ბანკი

#GE22BG0000000162482398

თიბისი ბანკი

#GE37TB7109445064300015

ლიბერთი ბანკი #GE62LB0211116004056001

მიმღები ეკატერინე ქორიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment